ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„ ამ დღეებში ირანსა და დიდ ექვსეულს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) შორის ისტორიული შეთანხმება მოხდა. კერძოდ, შეთანხმების თანახმად ირანი იღებს ვალდებულებას, 20%-დან 5 %-მდე შეამციროს ურანის გამდიდრება და ასევე უფლებას მისცემს საერთაშორისო ისპექტორებს, მოახდინონ მათი ბირთვული ობიექტების ინსპექტირება.
სანაცვლოდ ირანი მიიღებს მასზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. სანქციები ეხება ირანული საბანკო ანგარიშების გაყინვას ევრო კავშირსა და აშშ-ში, ნავთობისა და ოქროს ექსპორტის აკრძალვას და სხვ.
უნდა ითქვას, რომ ირანს ნავთობის ექსპორტის აკრძალვა მნიშვნელოვნად აზარალებს. კერძოდ, საუბარია ყოველწლიურად საშუალოდ 50-70 მლრდ დოლარის ზარალზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ნავთობის ექსპორტი ემბარგომდე შეადგენდა 2,5 მილიონ ბარელს/დღე-ღამეში, ხოლო ემბარგოს შემდეგ ის შემცირებულია 1 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. ადრეულ პერიოდში ირანი მსოფლიოს 23 ქვეყანაში თუ ახორციელებდა ნავთობის ექსპორტს, ახლა ეს მაჩვენებელი 6 ქვეყნამდეა შემცირებული. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი მოდის ჩინეთზე.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ემბარგოს მოხსნის შემდეგ ირანს ექნება წვდომა ევროპულ ინვესტიციებზე, ასევე მისთვის აუცილებელ მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, ნავთობმოპოვებითი თუ ინფრასტრუქტურული მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
უნდა ითქვას, რომ ნავთობზე ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში ირანისთვის რთული იქნება ძველი მდგომარეობის აღდგენა ექსპორტის მხრივ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. სავარაუდოდ ნავთობზე ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში ირანი 2014 წლის შუა პერიოდიდან თუ შეძლებს ნავთობის ექსპორტის აღდგენას.
ზემოხსენებული შეთანხმების დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, რომელიც ემსახურება მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას, ამ ეტაპისთვის ეს გადაწყვეტილებები ნავთობის ფასზე რამე რადიკალურ ცვლილებას არ გამოიწვევს. ზოგადად, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ალბათ კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იდგება შემდეგი გარემოებების გამო: ნავთობზე მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე; ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო; ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნავთობის მოპოვება დღეისათვის გაცილებით ძვირი არის ადრეულ პერიოდთან შედარებით და მომავალშიც ასე იქნება.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებას ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი ნავთობპროდუქტების მხრივ, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი არასდროს არ განხორციელებულა და შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება ნულის ტოლფასია. თუმცა ირანის ისლამური რესპუბლიკა მ/წელს იყო საგზაო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი (51.9 ათასი ტონა) და ასევე საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო და სხვ ზეთების) მომწოდებელი."
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი