ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
09:04 25.11.2024

საქართველოში ნოემბრის თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

13-12-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 „მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  82,3 ათასი ტონა, რაც 10,5 ათასი ტონით მეტია  ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  40,0  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  42,3 ათასი ტონა.

 

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 750,9 ათასი ტონა, რაც  17 ათასი ტონით ანუ 2,3 % -ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (767,9 ათასი ტონა) შედარებით.

 

ქვეყნების მიხედვით 2013 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 259,0 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 197,2 ათასი ტონა და დიზელი - 61,8 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 34,5%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 193,3 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 22,7 ათასი ტონა და დიზელი - 170,6 ათასი ტონა) - 25,7%;  ბულგარეთი - 121,9 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 88,9 ათასი ტონა და დიზელი - 33,0 ათასი ტონა) - 16,2%;  რუსეთი - 105,9 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი) - 14,1% და სხვ... 

მ/წლის 11 თვის განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუმინეთიდან, შემდეგ მოდიან ბულგარეთი, აზერბაიჯანი, იტალია, საბერძნეთი.

 

 

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის ნოემბრის თვეებში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 73,0%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 25%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 2%. ხოლო დიზელის საწვავთან დაკავშირებით: L-62 ტიპის დიზელი - 69%, ხოლო ევრო დიზელი - 31%.

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 66,7  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 98,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

 

საავიაციო ნავთის (JET) იმპორტმა 2013 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში შეადგინა 78,8 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი -  71,7% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 17,6%, ისრაელი - 7,5%, საბერძნეთი - 3,0%.

 

მ/წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 13,6 ათასი ტონა .

 

13.12.2013

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE