ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 69,7 ათასი ტონა, რაც 1,5 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს და 30,6 ათასი ტონით იანვრის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 26,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 43,4 ათასი ტონა.
სულ 2014 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 177,1 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 77,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 99,5 ათასი ტონა.
ქვეყნების მიხედვით 2014 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 66,3 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 44,4 ათასი ტონა და დიზელი - 21,9 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 37,4 %-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 43,1 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 1,0 ათასი ტონა და დიზელი - 42,1 ათასი ტონა) - 24,3 %; ბულგარეთი - 31,5 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 26,0 ათასი ტონა და დიზელი - 5,5 ათასი ტონა) - 17,8%; რუსეთი - 19,4 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი) - 11%, საბერძნეთი - 10,9 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 6,1 ათასი ტონა და დიზელი - 4,8 ათასი ტონა) - 6,2%; თურქმენეთი - 5,8 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 3,3%.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 68,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 29,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,8%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 33,6%, L-62 დიზელის საწვავი - 66,4%.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
საავიაციო ნავთის (JET) იმპორტმა 2014 წელს შეადგინა 13,4 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 58,9% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 36,6%, საბერძნეთი - 4,5%.
მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,5 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი რომელიც მთლიანად განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
მ/წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 3,7 ათასი ტონა .
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი