ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6891 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4193 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5719 ხმა
 
14:47 19.03.2026

მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება

25-04-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

"მიმდინარე თვეში  ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე იზრდება.  კერძოდ, აპრილის თვის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში Brent ნავთობის ფასი გაიზარდა  105,62 დოლარიდან  110.33  დოლარამდე/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი 99,74 დოლარიდან  101.94 დოლარამდე/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის ზრდა ხდება რუსეთ-უკრაინის კრიზისის გაღრმავების ფონზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგები საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას (1982 წლის შემდეგ ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებელი).

 

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით.  კერძოდ, აპრილის თვის დასაწყისიდან 24 აპრილის  მდგომარეობით ბენზინის ფასი გაზრდილია 42 დოლარით - 1029,75 დოლარამდე/ტონაზე; L-62 დიზელი გაზრდილია 39,75 დოლარით 912,50  დოლარამდე/ტონაზე; 10 PPM დიზელი მომატებულია 36,75 დოლარით 937,25 დოლარამდე/ტონაზე;

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, აპრილის თვეში მოხდა რეგულარი და L-62 დიზელის საწვავის ფასის ზრდა საშუალოდ  3 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დანარჩენი პროდუქტების ფასი იგივეა.  

 

კერძოდ, დღეისათვის ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი -  2.22-2.30 ლარი/ლიტრზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2.15-2.25  ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.00-2.10 ლარი/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,05 ლარი/ლიტრზე,  ევრო დიზელი - 2.17-2.25  ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2.05-2.09 ლარი/ლიტრზე. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 5-10 თეთრით უფრო ნაკლებია."




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

103.42  დოლარი/ბარელზე

+  3.21      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

 90.88  დოლარი/ბარელზე

+ 1.47


საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.64 ლარი 

პრემიუმი   3.20 ლარი

რეგულარი  3.04  ლარი

ევრო დიზელი  3.35 ლარი

დიზელი   3.20 ლარი

გაზი – 1.60 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.32 ლარი

ევრო რეგულარი – 3,18 ლარი

ევრო დიზელი – 3.53 ლარი

ეკო დიზელი –  3.58 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,48 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.67 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.30  ლარი

ევრო რეგულარი –  3.15  ლარი

ევრო დიზელი –  3.45 ლარი

 

სუპერი –  3.68 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.33  ლარი

ევრო რეგულარი – 3,17  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.52 ლარი

ევრო დიზელი –  3.47 ლარი

 

სუპერი – 3.73 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.33 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.19 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.57 ლარი

დიზელი –  3.47 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

 

 

  

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE

Design by SPAR.GE