ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6890 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4190 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5717 ხმა
 
08:00 17.03.2026

საწვავის ფასის ტენდეციებთან დაკავშირებული საკითხი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში

07-07-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

"მაისისა და ივნისის თვეებში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) გაიზარდა.  კერძოდ, ბენზინის ფასი გაზრდილია 58 დოლარით 1033 დოლარამდე/ტონაზე; დიზელის ფასი მომატებულია 27 დოლარით 911.50 დოლარამდე/ტონაზე;

 

ნავთობის ფასის ზრდა განპირობებული იყო ძითადად ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში  ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ნავთობის ფასის ზრდას ნაწილობრივ  ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ის, რომ მოხდა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა. კერძოდ, დღეისათვის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა: სუპერის ტიპის ბენზინი -  2-3 თეთრით/ლიტრაზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე,  ევრო დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასის ადეკვატური ზრდის პირობებში  საცალო ქსელში ბენზინის ფასი უნდა გაზრდილიყო საშუალოდ 10 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დიზელის საწვავი - 6-7 თეთრით ლიტრზე.

 

რაც შეეხება ივლისის თვეს, ნავთობზე ფასი მცირდება. დღეისათვის ნავთობის ფასი 11 ივნისის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ფასის კლება განპირობებულია შემდეგით:  ერაყში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე; ლიბია აპირებს ნავთობის ექსპორტის განახლებას 2 ტერმინალის საშუალებით (აღნიშნული ტერმინალები ერთწლიან ბლოკადაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ლიბიის ნავთობის ექსპორტი 75%-ით შემცირდა). შესაბამისად, მიმდინარე თვეში შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით. კერძოდ, ბენზინის ფასი შემცირებული 11.50 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი - 13.75 დოლარით/ტონაზე".




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

103.14  დოლარი/ბარელზე

+  2.68      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

 98.71  დოლარი/ბარელზე

+ 2.98


საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.59 ლარი 

პრემიუმი   3.15 ლარი

რეგულარი  2.99  ლარი

ევრო დიზელი  3.18 ლარი

დიზელი   3.09 ლარი

გაზი – 1.60 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.69 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3,12 ლარი

ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ეკო დიზელი –  3.48 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,38 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.60 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.20  ლარი

ევრო რეგულარი –  3.05  ლარი

ევრო დიზელი –  3.30 ლარი

 

სუპერი –  3.65 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,12  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.30 ლარი

ევრო დიზელი –  3.25 ლარი

 

სუპერი – 3.63 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.23 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.07 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.45 ლარი

დიზელი –  3.35 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

 

 

  

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE

Design by SPAR.GE