ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 77,9 ათასი ტონა, რაც 25,4 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, აგვისტოს თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 29,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 48,0 ათასი ტონა.
სულ 2014 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 566 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (506,5 ათასი ტონა) 59,5 ათასი ტონით ანუ 10.5%-ით მეტია. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 240 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 326 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 16,3 ათასი ტონა ანუ 54,5%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,4 ათასი ტონა ანუ 41,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,2 ათასი ტონა ანუ 4%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 11 ათასი ტონა ანუ 23%, L-62 დიზელის საწვავი - 37 ათასი ტონა ანუ 77%.
ქვეყნების მიხედვით 2014 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 192,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 145,7 ათასი ტონა - 25,7 %; ბულგარეთი - 87,8 ათასი ტონა - 15,5%; საბერძნეთი - 70,8 ათასი ტონა- 12,5 %; რუსეთი - 42,2 ათასი - 7,5%, თურქმენეთი - 25 ათასი ტონა - 4,4%.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
საავიაციო ნავთის (JET) იმპორტმა 2014 წლის აგვისტოს თვეებში შეადგინა 43,2 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 64,8% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 31%, საბერძნეთი - 4,1%. მათ შორის აგვისტოს თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,0 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 55,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 99,3 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. აგვისტოს თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,7 ათასი ტონა, რაც 8,7 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მ/წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 11,1 ათასი ტონა, ხოლო აგვისტოს თვეში - 1,4 ათასი ტონა.
შეჯამების სახით გვინდა ვთქვათ, რომ გასულ წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი გაზრდილია. შესაბამისად, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, რომ პარალელურად ვითარდება ბუნებრივი აირის გაზგასამართი სადგურების ქსელის გაფართოება და მისი მოხმარების ზრდა, რაც პირდაპირ კონკურენციას უწევს ბენზინის საწვავის რეალიზაციას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება საქართველოში პრემიუმი და სუპერი კატეგორიის ბენზინის საწვავის მომხმარებელთა რიცხვი, რაც არ ხდებოდა წინა პერიოდში და რეგულარი ტიპის ბენზინს სტაბილური რეალიზაციის მაჩვენებელი ჰქონდა.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი