ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე სტაბილურად ინარჩუნებს დაბალ მაჩვენებელს და 2 წლის მინიმუმ მაჩვენებელზე დგას.
ნავთობის ფასის შედარებით დაბალი მაჩვენებელი განპირობებული იყო რამოდენიმე ძირითადი ფაქტორით. მათგან ერთ-ერთი მთავარი არის მსოფლიო სანავთობო ბაზარზე დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოთხოვნაზე მეტი ოდენობის ნავთობის მიწოდება. თავის მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ აშშ-მა გაზარდა საკუთარი ნავთობის მოპოვება და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში პირველად დაიწყო ნავთობის ექსპორტი. აღსანიშნავია ასევე, რომ ოპეკის წევრი ქვეყნები შეხვედრამდე, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია 27 ნოემბერს, არ აპირებენ ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხის განხილვას. ადრე ისინი ამას ყოველთვის იყენებდნენ მაღალი ფასის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, ოპეკის რიგი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას ზრდის კიდეც. მაგალითად, ლიბია.
რეკორდულად დიდი რაოდენობის ნავთობს - 11,5 მლნ ბარელს/დღეში მოიპოვებს ასევე რუსეთი, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია 1987 წლის შემდეგ.
ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ ასევე დოლარის გამყარება სხვა ვალუტებთან მიმართებაში.
ნავთობის მიმდინარე ფასები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ იმ ქვეყნებს, რომელთა სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედაც რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. მაგალითად, რუსეთის მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია ნავთობის ფასზე 96 დოლარის ოდენობით/ბარელზე და მისი თითქმის 50% ნავთობისა და ნავთობპროდუქტებიდან მიღებული შემოსავალით ივსება. ირანის ისლამური რესპუბლიკის ბიუჯეტი დაბალანსებულია ნავთობის ფასზე 130 დოლარის ოდენობით/ბარელზე.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, საწვავის ფასის შემცირება მოხდა 24-27 სექტემბერს ყველა სახის საწვავზე საშუალოდ 3-5 თეთრით/ლიტრაზე.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი