,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით:
ჩვენ მიმოვიხილავთ საწვავის ფასს ნოემბრის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს/ლიტრაზე. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,67 ევროს (დაახლოებით 4,24 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60 ევროს (დაახლოებით 4,07 ლარი), დიზელის საწვავი - 1,27 ევროს (დაახლოებით 3,23 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 4,27 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,58 ევროს (დაახლოებით 4,01 ლარი), დიზელის საწვავი - 1,46 ევროს (დაახლოებით 3,71 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 4,27 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,57 ევროს (დაახლოებით 3,99 ლარი), დიზელის საწვავი - 1,45 ევროს (დაახლოებით 3,68 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,60 ევრო (დაახლოებით 1,52 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,54 ევრო (დაახლოებით 1,37 ლარი), დიზელის საწვავი - 0,51 ევროს (დაახლოებით 1,30 ლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,90 ევროს (დაახლოებით 2,29 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,87 ევროს (დაახლოებით 2,21 ლარი), დიზელის საწვავი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,06 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,90 ევროს (დაახლოებით 2,29 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,11 ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,53 ევროს (დაახლოებით 1,35 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,06 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,76 ევროს (დაახლოებით 1,93 ლარი), დიზელის საწვავი - 0,67 ევროს (დაახლოებით 1,70 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,86 ევროს (დაახლოებით 2,18 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,11 ლარი), დიზელის საწვავი - 0,73 ევროს (დაახლოებით 1,85 ლარი).
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,99-2,00 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,89-1,95 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,73-1,88 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,72-1,75 ლარი; ევრო დიზელი - 1,87-1,95 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 20-25 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.
ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი რიგ ქვეყნებში ნოემბრის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.
ქვეყანა |
ბენზინი 95 |
ბენზინი 98 |
დიზელი |
რუსეთი |
0,54 ევრო (1,37 ლ) |
0,60 ევრო (1,52 ლ) |
0,51 ევრო (1,30 ლ) |
აზერბაიჯანი |
0,83 ევრო (2,11 ლ) |
0,90 ევრო (2,29 ლ) |
0,53 ევრო (1,35 ლ) |
უკრაინა |
0,76 ევრო (1,93 ლ) |
0,81 ევრო (2,06 ლ) |
0,67 ევრო (1,70 ლ) |
სომხეთი |
0,87 ევრო (2,21 ლ) |
0,90 ევრო (2,29 ლ) |
0,81 ევრო (2,06 ლ) |
მოლდავეთი |
0,83 ევრო (2,11 ლ) |
0,86 ევრო (2,18 ლ) |
0,73 ევრო (1,85 ლ) |
ლატვია |
1,07 ევრო (2,72 ლ) |
1,10 ევრო (2,80 ლ) |
0,98 ევრო (2,49 ლ) |
ლიტვა |
1,06 ევრო (2,69 ლ) |
1,11 ევრო (2,82 ლ) |
0,99 ევრო (2,51 ლ) |
საბერძნეთი |
1,41 ევრო (3,58 ლ) |
1,61 ევრო (4,09 ლ) |
1,12 ევრო (2,85 ლ) |
ნორვეგია |
1,58 ევრო (4,01 ლ) |
1,68 ევრო (4,27 ლ) |
1,46 ევრო (3,71 ლ) |
ნიდერლანდები |
1,60 ევრო (4,07 ლ) |
1,67 ევრო (4,24 ლ) |
1,27 ევრო (3,23 ლ) |
თურქეთი |
1,40 ევრო (3,56 ლ) |
1,41 ევრო (3,58 ლ) |
1,21 ევრო (3,07 ლ) |
იტალია |
1,57 ევრო (3,99 ლ) |
1,68 ევრო (4,27 ლ) |
1,45 ევრო (3,68 ლ) |
გერმანია |
1,34 ევრო (3,40 ლ) |
1,49 ევრო (3,79 ლ) |
1,14 ევრო (2,90 ლ) |
საფრანგეთი |
1,29 ევრო (3,28 ლ) |
1,35 ევრო (3,43 ლ) |
1,11 ევრო (2,82 ლ) |
ესპანეთი |
1,15 ევრო (2,92 ლ) |
1,28 ევრო (3,25 ლ) |
1,05 ევრო (2,67 ლ) |
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი