ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
მთლიანობაში 2015 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი. აღნიშნული წელი ხასიათდებოდა ბევრი დადებითი და პოზიტიური მოვლენით.
კერძოდ, ხორციელდებოდა ინვესტიციები, რის შედეგადაც ხდებოდა ინფრასტრუქტურის განახლება. გრძელდება ახალი თანამედროვე ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ ევრო სტანდარტის ყველა პარამეტრს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს რიგი კომპანიების მიერ ავტოგაზის გასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება.
მიმდინარე წელს კომპანიები აქტიურად ავითარებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურეობის სერვისს. მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ კომპანიას თავისი კორპორატიული, ლოიალური მომხმარებლისთვის გააჩნია სხვადასხვა სახის ფასდაკლებები, პროდუქტები. ამგვარი მომხმარებელი კომპანიის გაყიდვებში საკმაოდ სოლიდურ წილს იკავებს.
ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იყო რეკორდულ მაჩვენებელზე სხვა წლებთან შედარებით. შესაბამისად, საბიუჯეტო შენატანები კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იქნება და ამ ნიშნით ნავთობპროდუქტების სექტორი კვლავ ყველაზე მსხვილი გადამხდელია სახელმწიფო ბიუჯეტში.
ამავდროულად, დაიწყო განვითარება არაბრენდირებულმა სექტორმა. კერძოდ, დღეისათვის თუ ბრენდირებული გასამართი სადგურების რაოდენობაა დაახლოებით 530 ერთეული, არაბრენდირებულები შეადგენენ დაახლოებით 460 ერთეულს. სექტორში საქმიანობს 20-ზე მეტი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია. გაზრდილია არაბრენდირებული გასამართი სადგურების მიერ საწვავის რეალიზაციები და მათი გეოგრაფიული არეალი.
მნიშვნელოვანია ასევე ნავთობის ფასის ვარდნა მსოფლიოში, რომლის პარალელურადაც შემცირებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt’s-ის მიხედვით, რამაც გამოიწვია ჩვენს ადგილობრივ ქსელშიც საწვავის ფასის შემცირება. აგვისტოს თვიდან მოყოლებული საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 40 თეთრით ლიტრაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრად გაუფასურების გამო, რაც პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასის ღირებულებაზე, ვერ მოხდა საწვავის ფასის უფრო მეტად შემცირება. საწვავის ფასის კლება მომავალ წელსაც გაგრძელდება.
2016 წლიდან იგეგმება საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება და სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლი. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში ქვეყანა გადადის ევრო 5-ის სტანდარტზე. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლის იქნება. ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ბაზარზე კონკურენტული გარემოს დამკვიდრებასა და განვითარებას.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი