ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
16:04 22.11.2024

საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს

22-03-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება. დღეისათვის,  ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 41,47 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა -  41,62  დოლარი/ბარელზე.  

მიმდინარე საერთაშორისო ფასებს განსაზღვრავს შემდეგი ფუნდამენტალური ფაქტორები:  მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა (ბოლო პერიოდში გაზრდილი ნავთობის წარმოების პირობებში ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში არის ნავთობის ზედმეტობა 300 მლნ ბარელის ოდენობით);    ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე; ასევე მსოფლიოში ნავთობის მეორე მომხმარებელი ქვეყნის - ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის გაზრდილი ფასები უკავშირდება  რამდენიმე ფაქტორს. მათ შორის, რუსეთს, საუდის არაბეთსა და ოპეკის რიგ  ქვეყნებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები  ნავთობის მოპოვების „გაყინვასთან“ დაკავშირებით და ასევე აშშ-ში ნავთობის მოპოვების შემცირებას.

ნავთობის ფასის მომავალი ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული 17 აპრილს კატარში დაგეგმილ ოპეკის შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნება ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით. (კერძოდ, ბოლო 1 თვის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია საშუალოდ 119 დოლარით/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის ფასი - საშუალოდ 66 დოლარით/ტონაზე), ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება, რაც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის  გამყარებასთან დოლართან მიმართებაში. შედარებისათვის, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,3966 ერთეულს, ხოლო დღეისათვის -  2,2953 ერთეულს.

დღეისათვის  ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,65-1,80 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,55-1,69 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,35-1,55 ლარი; დიზელი ლ-62 -1,32-1,45 ლარი; ევრო დიზელი - 1,35-1,65 ლარი.

22.03.2016




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE