,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით:
ჩვენ მიმოვიხილავთ საწვავის ფასს აპრილის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,12 ევროს/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,65 ევროს (დაახლოებით 4,14 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,58 ევროს (დაახლოებით 3,97 ლარი), დიზელის საწვავი - 1,18 ევროს (დაახლოებით 2,96 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,70 ევროს (დაახლოებით 4,27 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60 ევროს (დაახლოებით 4,02 ლარი), დიზელის საწვავი - 1,41 ევროს (დაახლოებით 3,54 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,58 ევროს (დაახლოებით 3,97 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,52 ევროს (დაახლოებით 3,82 ლარი), დიზელის საწვავი - 1,38 ევროს (დაახლოებით 3,47 ლარი).
ევროპაში ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,57 ევრო (დაახლოებით 1,43 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,50 ევრო (დაახლოებით 1,26 ლარი), დიზელის საწვავი - 0,47 ევროს (დაახლოებით 1,18 ლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,79 ევროს (დაახლოებით 1,98 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,76 ევროს (დაახლოებით 1,91 ლარი), დიზელის საწვავი - 0,70 ევროს (დაახლოებით 1,76 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,60 ევროს (დაახლოებით 1,51 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,55 ევროს (დაახლოებით 1,38 ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,35 ევროს (დაახლოებით 0,88 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,75 ევროს (დაახლოებით 1,88 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,71 ევროს (დაახლოებით 1,78 ლარი), დიზელის საწვავი - 0,61 ევროს (დაახლოებით 1,53 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,73 ევროს (დაახლოებით 1,83 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,71 ევროს (დაახლოებით 1,78 ლარი), დიზელის საწვავი - 0,59 ევროს (დაახლოებით 1,48 ლარი).
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,70-1,88 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60-1,75 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,40-1,65 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,37-1,49 ლარი; ევრო დიზელი - 1,40-1,65 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 10-15 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.
ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი ევროპის რიგ ქვეყნებში აპრილის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.
ქვეყანა |
ბენზინი 95 |
ბენზინი 98 |
დიზელი |
რუსეთი |
0,50 ევრო (1,26 ლ) |
0,57 ევრო (1,43 ლ) |
0,47 ევრო (1,18 ლ) |
აზერბაიჯანი |
0,55 ევრო (1,38 ლ) |
0,60 ევრო (1,51 ლ) |
0,35 ევრო (0,88 ლ) |
უკრაინა |
0,71 ევრო (1,78 ლ) |
0,75 ევრო (1,88 ლ) |
0,61 ევრო (1,53 ლ) |
სომხეთი |
0,76 ევრო (1,91 ლ) |
0,79 ევრო (1,98 ლ) |
0,70 ევრო (1,76 ლ) |
მოლდავეთი |
0,71 ევრო (1,78 ლ) |
0,73 ევრო (1,83 ლ) |
0,59 ევრო (1,48 ლ) |
ლატვია |
1,04 ევრო (2,61 ლ) |
1,09 ევრო (2,74 ლ) |
0,89 ევრო (2,24 ლ) |
ლიტვა |
1,08 ევრო (2,71 ლ) |
1,13 ევრო (2,84 ლ) |
0,94 ევრო (2,36 ლ) |
საბერძნეთი |
1,36 ევრო (3,42 ლ) |
1,52 ევრო (3,82 ლ) |
1,02 ევრო (2,56 ლ) |
ნორვეგია |
1,60 ევრო (4,02 ლ) |
1,70 ევრო (4,27 ლ) |
1,41 ევრო (3,54 ლ) |
ნიდერლანდები |
1,58 ევრო (3,97 ლ) |
1,65 ევრო (4,14 ლ) |
1,18 ევრო (2,96 ლ) |
თურქეთი |
1,37 ევრო (3,44 ლ) |
1,38 ევრო (3,47 ლ) |
1,11 ევრო (2,79 ლ) |
იტალია |
1,52 ევრო (3,82 ლ) |
1,58 ევრო (3,97 ლ) |
1,38 ევრო (3,47 ლ) |
გერმანია |
1,28 ევრო (3,21 ლ) |
1,38 ევრო (3,47 ლ) |
1,05 ევრო (2,64 ლ) |
საფრანგეთი |
1,32 ევრო (3,32 ლ) |
1,37 ევრო (3,44 ლ) |
1,07 ევრო (2,69 ლ) |
ესპანეთი |
1,15 ევრო (2,89 ლ) |
1,27 ევრო (3,19 ლ) |
0,97 ევრო (2,44 ლ) |
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი