ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
10:53 22.11.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გამოდის ინიციატივით გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით

21-07-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

"საქართველოში გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზები (პროპან-ბუტანი), რომელიც წარმოადგენს ნავთობპროდუქტს,  არ იწარმოება და ის მხოლოდ იმპორტირებულია.

 

2015 წელს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) იმპორტმა შეადგინა 14.7 ათასი ტონა, ხოლო 2016 წლის იანვარ-ივნისის თვეებში 7,7 ათასი ტონა.

 

აღნიშნული პროდუქტის გამოყენება ხდება საყოფაცხოვრებო (საცხოვრებელ სახლებში საკვების მოსამზადებლად და გასათბობად) მიზნით.  

 

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მოხმარება სულ უფრო მეტად მცირდება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოში  სულ უფრო  ფართოვდება გაზიფიცირების პროცესი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაინც არის და იქნება ისეთი რეგიონები, სადაც გეოგრაფიულად და სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელი იქნება ბუნებრივი აირის მიყვანა. ამიტომ აღნიშნული პროდუქტის მოხმარება  ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იქნება.

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული პროდუქტის ძირითადი მომხმარებლები არიან მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად ეს არის ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობა, რომლებიც ამ პროდუქტს იყენებენ საყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით. კერძოდ, საკვების დასამზადებლად და გასათბობად.

 

ჩვენი კავშირი გამოდის ინიციატივით, მოიხსნას აღნიშნულ პროდუქტის იმპორტზე აქციზის გადასახადი, რომელიც შეადგენს ფიქსირებულ 120 ლარს/ტონაზე. აქციზის გაუქმებით სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს დაახლოებით 1,8 მლნ ლარამდე/წელიწადში. სამაგიეროდ, ეს მისცემს კომპანიებს საშუალებას, შეამცირონ პროდუქტის ფასი, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის".




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE