ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
09:18 22.11.2024

სანავთობო ბაზრის მიმოხილვა

26-09-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ნავთობის მიმდინარე ფასები ბოლო 7 თვის განმავლობაში კვლავინდებურად მერყეობს  40-50 დოლარის დიაპაზონში. კერძოდ, მიმდინარე დღეების ფასები შეადგენს: ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი - საშუალოდ 46-47 დოლარს/ბარელზე, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი -  საშუალოდ 43-46 დოლარს/ბარელზე.

 

მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული 26-28 სექტემბერს ალჟირში დაგეგმილ ენერგეტიკულ ფორუმზე, სადაც არაფორმალურ გარემოში განხილულ იქნება ოპეკის ბოლო შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი - ნავთობის მიმდინარე მოპოვების „გაყინვის“ საკითხი. როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის არაერთგვაროვანი შეხედულებები. კერძოდ, საუდის არაბეთმა წინა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის მზად არის არა თუ „გაყინოს“, არამედ  შეამციროს კიდევაც ნავთობის მოპოვება 500 ათასი ბარელით/დღე-ღამეში (დღეისათვის ის მოიპოვებს მისთვის რეკორდულად მაღალი ოდენობის რაოდენობას - 10 მლნ ბარელს/დღე-ღამეში) მხოლოდ იმ პირობით, თუ ოპეკის ოპეკის სხვა წევრებიც ანალოგიურად მოიქცევიან.

 

თუმცა, გასულ შეხვედრაზე ირანმა უარი განაცხადა ნავთობის მოპოვების „გაყინვაზე“ იმ არგუმენტით, რომ სანამ არ დაუბრუნდება სანქციებამდე არსებულ მოპოვებას, კვლავ განაგრძობს ნავთობის მოპოვების ზრდას. ცნობისათვის, ირანის ნავთობის მოპოვება დღეისათვის შეადგენს 3,6 მლნ ბარელს/დღე-ღამეში და ის უკვე ძალიან ახლოს დგას სანქციებამდე არსებულ მაჩვენებელთან (4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში).

 

ასევე საინტერესოა სანავთობო ბაზრის ერთ-ერთი დიდი მოთამაშის და ოპეკის არაწევრი ქვეყნის - რუსეთის პოზიცია, რომელიც არ არის წინააღმდეგი „გაყინოს“ ნავთობის მოპოვება, თუმცა არ ემხრობა მოპოვების შემცირებას. ცნობისათვის, რუსეთიც დღეისათვის ასევე მისთვის ნავთობის რეკორდულად მაღალ ოდენობას მოიპოვებს.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე, ექსპერტები არ ელოდებიან რაიმე მნიშვნელოვან პროგრესს ზემოაღნიშნული შეხვედრიდან და სკეპტიკურად უყურებენ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, რომელზეც პირდაპირ იქნება დამოკიდებული ნავთობის ფასის უახლოესი თვეების ფასები.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE