ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 115,6 ათასი ტონა, რაც 19,5 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 56,7 ათასი ტონა კლება 0,8 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 58,9 (მატება 20,3 ათასი ტონით) ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 38,8 ათასი ტონა ანუ 68,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 16,8 ათასი ტონა ანუ 29,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,1 ათასი ტონა ანუ 2,0%.
ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ოქტომბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 52,5 ათასი ტონა ანუ 89,1%, L-62 დიზელის საწვავი - 6,4 ათასი ტონა ანუ 10,9%.
ქვეყნების მიხედვით 2016 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 25,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 24,6 ათასი ტონა (21,3%), აზერბაიჯანი - 21,4 ათასი ტონა (18,5%), თურქმენეთი - 19,0 ათასი ტონა (16,4%), რუსეთი - 14,1 ათასი ტონა (12,2%), საბერძნეთი - 5,0 ათასი ტონა (4,3%), იტალიიდან - 4,9 ათასი ტონა (4,2%), უკრაინა - 1,0 ათასი ტონა (0,9%).
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 6,5 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 4,1 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. სულ 2016 წლის 10 თვის განმავლობაში ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 91,8 ათასი ტონა.
მ/წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით..
2016 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,8 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი