ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ,, 2016 წელს საქართველოში ბენზინი და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1229.6 ათასი ტონა, რაც 193.5 ათასი ტონით ანუ 18.7%-ით აღემატება 2015 წლის იმპორტის მაჩვენებელს (1036.1 ათასი ტონა). მათ შორის, 2016 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 576.2 ათასი ტონა (135.2 ათასი ტონით ანუ 30,6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 653.4 ათასი ტონა (58.3 ათასი ტონით ანუ 9,8%-ით მეტი 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 399,6 ათასი ტონა ანუ 69,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 166,4 ათასი ტონა ანუ 28,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 10,1 ათასი ტონა ანუ 1,7%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 593,0 ათასი ტონა ანუ 90,8%, L-62 დიზელის საწვავი - 59 ათასი ტონა ანუ 9,0%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,2%.
ქვეყნების მიხედვით 2016 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 375 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 219,5 ათასი ტონა – 17,9%; რუსეთი - 218,8 ათასი –17,8%, ბულგარეთი - 162,9 ათასი ტონა – 13,2%; თურქმენეთი - 141,5 ათასი ტონა – 11,5%, საბერძნეთი - 70,3 ათასი ტონა– 5,7%; იტალია - 27,5 ათასი ტონა ანუ 2,2%, უკრაინა - 10,8 ათასი ტონა ანუ 0,9%, თურქეთი - 2,5 ათასი ტონა ანუ 0,2% და სხვ.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
2016 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 102,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 15,8 ათასი ტონით ანუ 18,3 %-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 79,5 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
2016 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,7 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 2,6 %-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.
2016 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 70,7 ათასი ტონა, რაც 6,1 ათასი ტონით ანუ 9,4 %-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
06.02.2017
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი