ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ,,2017 წლის ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 119,4 ათასი ტონა, რაც 34,4 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს.
მათ შორის, 2017 წლის ივლისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 52,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 66,7 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ივლისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 37,4 ათასი ტონა ანუ 71%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 14,7 ათასი ტონა ანუ 27,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 65,7 ათასი ტონა ანუ 98,5%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი ივლისის თვეში არ განხორციელებულა, DT – 1,0 ათასი ტონა ანუ 1,5%.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 34,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,2%), აზერბაიჯანიდან 28,3 ათასი ტონა (23,7%), თურქმენეთიდან - 19,2 ათასი ტონა (16,1%), ბულგარეთიდან - 19,0 ათასი ტონა (15,9%), რუსეთიდან - 10,8 ათასი ტონა (9,0%), საბერძნეთიდან - 5,3 ათასი ტონა (4,4%), უკრაინიდან - 1,9 ათასი ტონა (1,6%) და სხვ.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
2017 წლის ივლისში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 13,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 93,5 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
2017 წლის ივლისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის ივლისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 10,5 ათასი ტონით მეტია ივნისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
07.08.2017
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი