ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
09:09 22.11.2024

ნავთობის მიმდინარე ფასების მიმოხილვა

01-09-2017

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი მცირედით იზრდება. კერძოდ, დღეისათვის,  ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52.38 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა -  47.23 დოლარი/ბარელზე.

 

მიმდინარე პერიოდში ნავთობის ფასის ტენდენცია ძირითადად უკავშირდება აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს. კერძოდ, აშშ-ში ქარიშხალი "ჰარვის" გამო მექსიკის ყურის რაიონში მუშაობა შეაჩერა 15-მდე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამმათ შორის, ტეხასის შტატში პორტ-არტურში მდებარე უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ Motiva Enterprises-მა. აღნიშნული ქარხნები უზრუნველყოფდნენ აშშ-ში ნავთობის გადამუშავების  დაახლეობით 20%-ს.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქარიშხალი „ჰარვის“ შედეგების გამო აშშ-ში მექსიკის ყურეში 25%-ით შემცირდა ნავთობის მოპოვება. კერძოდ,  1,74 მლნ ბარელიდან/დღე-ღამეში  1,32 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

 

აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეჩერების შედეგად შეიქმნა საწვავის დეფიციტი, რის გამოც აშშ-ში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის მნიშვნელოვანი მატება მოხდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ ნავთობის ფასი არ გაზრდილა მნიშვნელოვნად იმ მიზეზით, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეჩერების ფონზე შემცირდა ნავთობის მოხმარება.

 

სხვადასხვა ექსპერტთა აზრით, ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია დიდ ხანს არ შენარჩუნდება და ფასების დასტაბილურება მოხდება ქარიშხალი „ჰარვის“ შესუსტების ფონზე და მექსიკის ყურეში წარმოების აღდგენისთანავე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ-ის ხელისუფლების მიერ  მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის სტრატეგიული მარაგებიდან 500 ათასი ბარელის გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ბოლო თვენახევარია ფიქსირდება საერთაშორისო ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე  Platt’s-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. აგვისტოს თვეში მოხდა საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის მატება 5 თეთრით ლიტრაზე. ეს ფასის მატების პირველი შემთხვევაა დაახლოებით ბოლო 5 თვის განმავლობაში. საწვავის ფასის შემდგომი ტენდენცია დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ფასებზე Platt’s-ის მიხედვით და ლარის კურსზე დოლართან მიმართებაში".




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE