ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 109.5 ათასი ტონა, რაც 8.5 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 58.5 ათასი ტონა (მატება 0.6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 51.0 (მატება 7,9 ათასი ტონით) ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 41,6 ათასი ტონა ანუ 71,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,0 ათასი ტონა ანუ 1,7%.
ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის სექტემბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 51,0 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი ფაქტიურად არ განხორციელებულა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 23,3 ათასი ტონა (21,3%), აზერბაიჯანი - 21,0 ათასი ტონა (19,2%), ბულგარეთი - 14,8 ათასი ტონა (13,5%), თურქმენეთი - 14,0 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა (5,3%).
მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 786,6 ათასი ტონა, რაც 54,3 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2017 წლის სამი კვარტლის შედეგებით ბენზინის იმპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 12,7 ათასი ტონით ანუ 3,25%-ით და შეადგინა 390,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა 41,6 ათასი ტონით ანუ 10,5%-ით 396,1 ათას ტონამდე.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 10,0 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 4,2 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მ/წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,3 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,0 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი