ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 97,1 ათასი ტონა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 18,5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2017 წლის ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 50,7 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 7,8 ათასი ტონით, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით - 6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 46,4 (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 4,6 ათასი ტონით, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით - 12,5 ათასი ტონით) ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 36,4 ათასი ტონა ანუ 71,8%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 14,2 ათასი ტონა ანუ 28%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,1 ათასი ტონა ანუ 0,2%.
ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ოქტომბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 46,2 ათასი ტონა ანუ 99,6%, L-62 დიზელის საწვავი - 0,2 ათასი ტონა ანუ 0,4%.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 28,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 24,3 ათასი ტონა (25%), აზერბაიჯანი - 24,0 ათასი ტონა (24,7%), თურქმენეთი - 8,5 ათასი ტონა (8,8%), ბულგარეთი - 8,3 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი - 3,1 ათასი ტონა (3,2%).
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 13,0 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 3,0 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს.
მ/წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით მეტია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,3 ათასი ტონა, რაც 4,3 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.
2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით მეტია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი