ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
10:39 22.11.2024

ნავთობისა და საწვავის ფასის 2017 წლის შემაჯამებელი მიმოხილვა

22-12-2017

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე   შეადგენდა საშუალოდ 55-57 დოლარს/ბარელზე, რომელიც წინა წლის ბოლო თვეების მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი,  რაც შენარჩუნდა დაახლოებით 2,5 თვის განმავლობაში. მარტის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ნავთობის ფასი არასტაბილურობით გამოირჩეოდა  და მერყეობდა 52-55 დოლარის ფარგლებში/ბარელზე.  ივნისი-ივლისის თვეებში ნავთობის ფასი მცირდება -  46-48 დოლარის ფარგლებში/ბარელზე, ხოლო ივლისის თვის ბოლოდან კი ნავთობის ფასმა პერმანენტული მატება დაიწყო და დღეისათვის შეადგენს საშუალოდ 62-64 დოლარს/ბარელზე, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია ბოლო 2,5 წლის განმავლობაში.

 

ნავთობის ფასის  ბოლო თვეებში დაწყებული ზრდა ძირითადად განპირობებულიაოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელებით. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამოდენიმე არაწევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით, რომელიც შემდგომში გადავადებულ იქნა. 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მოხდა  ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ ერთხელ - 9 თვით გაგრძელება, 2018 წლის ბოლომდე.

 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე   S&P Global Platts-ის მიხედვითრომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის მიყვება ნედლი ნავთობის ფასებს, თუმცა ფასის მატება-კლების პროცენტული მონაცემი არასდროს არ ემთხვევა პროპორციულად მას.

 

წლის დასაწყისში საქართველოს საცალო ქსელში ყველაზე მოხმარებადი რეგულარის ტიპის ბენზინის საშუალო საცალო ფასი  გასამართ სადგურებზე შეადგენდა 1,85-2,09 ლარს/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინის - 2,09-2,19 ლარს/ლიტრაზე, დიზელის - 1,94-2,15 ლარს/ლიტრაზე. შემდეგ ის ეტაპობრივად იზრდებოდა თებერვლის თვის ბოლომდე. კერძოდ:, რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,09-2,25 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,29-2,36 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,09-2,30 ლარი/ლიტრაზე.

 

მარტის თვიდან საწვავის ფასი კლებას იწყებს და აგვისტოს თვისთვის შეადგინა: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,85-2,07 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,09-2,18 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 1,89-2,04 ლარი/ლიტრაზე.

 

აგვისტოს თვიდან საწვავის ფასი კვლავ ზრდას იწყებს. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,23-2,34 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,33-2,46 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,33-2,42 ლარი/ლიტრაზე.

 

საწვავის ფასის ფორმირებაზე საცალო ქსელში საერთაშორისო ფასთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე საქართველოს ეროვნული  ვალუტის  -  ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. წლის დასაწყისში  ლარის  ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,64-2,70 ერთეულს, თებერვლის შუა რიცხვებიდან ლარმა ეტაპობრივად  გამყარება დაიწყო და აგვისტოს თვეში ის შეადგენდა 2,38-2,40 ერთეულს. ოქტომბრის თვიდან დეკემბრის თვემდე ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო და ნოემბრის თვის ბოლოს და დეკემბრის თვის დასაწყისში შეადგენდა 2,70-2,72 ერთეულს. მხოლოდ დეკემბრის თვის დასაწყისიდან დაიწყო ლარმა კვლავ გამყარება და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,54-2,55 ერთეულს.

 

თვალსაჩინოებისათვის საერთაშორისო ფასების კორელაცია საცალო ქსელში საწვავის ფასებთან მიმართებაში იხილეთ შემდეგ დიაგრამებში, სადაც თვალნათლივ ჩანს ნავთობპროდუქტების S&P Global Platts-ის მიხედვით საერთაშორისო ფასის ცვლილების შემდგომ დროის გარკვეულ ვადაში როგორ იცვლება საწვავის ფასი საცალო ქსელში:

 

 

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE