ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე იზრდება 66,57 დოლარიდან და 70 დოლარიან ნიშნულს გადასცდა, რაც ბოლო წლების მაქსიმუმი მაჩვენებელია. თუმცა ბოლო 2 დღეა ნავთობის ფასმა კვლავ შემცირება დაიწყო და დღეისათვის ნავთობის ფასი შეადგენს 69,02 დოლარს/ბარელზე. ნავთობის ფასის ბოლო დღეებში დაფიქსირებული კლების ძირითად მიზეზს წარმოადგნეს API-ის (ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი) პროგნოზი ნავთობის მარაგების ზრდასთან დაკავშირებით და აშშ-ის დოლარის გამყარება გლობალურ სავალუტო ბაზარზე ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო თვეებში ფიქსირდებოდა ნავთობის სტაბილურად მაღალი ფასები, რაც ძირითადად განპირობებული იყო „ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელებითა და მისი პირობების მკაცრად შესრულებით. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამოდენიმე არაწევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით, რომელიც შემდგომში გადავადებულ იქნა. 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მოხდა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ ერთხელ - 9 თვით გაგრძელება, 2018 წლის ბოლომდე.
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ბოლო 2 დღის განმავლობაში ნავთობის ფასის კლების კვალდაკვალ მცირდება. თუმცა მთლიანობაში იანვრის თვეში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია დაახლოებით 32$-ით ტონაზე და დღეისათვის შეადგენს 654,25 დოლარს/ტონაზე; ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი გაზრდილია დაახლოებით 21$-ით და დღეისათვის შეადგენს 607,25 დოლარს/ტონაზე.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, იანვრის თვეში მოხდა საწვავის ფასის კლება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-5 თეთრით ლიტრაზე. ნავთობის ფასისა და S&P Global Platts-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასის მატების მიუხედავად, საცალო ქსელში საწვავის ფასის სტაბილურობა ძირითადად განპირობებულია ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში ვინაიდან საწვავის ფასის ფორმირებაზე საცალო ქსელში საერთაშორისო ფასთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის -ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,5902 ერთეულს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,4969 ერთეულს.
დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,19-2,32 ლარი/ლიტრაზე (კლება მიმდინარე თვეში 2-4 თეთრით/ლიტრაზე), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,29-2,44 ლარი/ლიტრაზე (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე), სუპერი ტიპის ბენზინი - 2,39-2,54 ლარი/ლიტრაზე (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე), ევრო დიზელის საწვავი - 2,29-2,42 ლარი/ლიტრაზე (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე).
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი