ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
10:59 22.11.2024

საწვავის ფასის მიმოხილვა საქართველოს მეზობელ რიგ ქვეყნებში

06-02-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:


გვინდა შევეხოთ ჩვენი მეზობელი რამოდენიმე ქვეყნის საწვავის ბაზარს და მოვახდინოთ მისი შედარება ჩვენს საცალო ქსელში არსებულ ფასებთან. ეს ქვეყნებია: სომხეთი, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.


სომხეთში საწვავის საშუალო ფასები 05.02.2018  წლის  მდგომარეობით შეადგენს: 92 რეგულარი ტიპის ბენზინი– 430 დრამი (დაახლოებით 2,20 ლარი 5.02.18 წლის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით); 95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 450 დრამი (დაახლოებით 2,30 ლარი); 98 სუპერი ტიპის ბენზინი– 470 დრამი (დაახლოებით 2,41 ლარი); დიზელის საწვავი -  440 დრამი (დაახლოებით 2,25 ლარი);


უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში  საწვავის ფასის მატება მოხდა  2018 წლის დასაწყისიდან,  რაც დაკავშირებული იყო 2018 წლის 1 იანვრიდან  ნავთობპროდუქტებზე  აქციზის გადასახადის ზრდასთან. კერძოდ, აქციზის გადასახადი ბენზინზე გაიზარდა 25000 დრამიდან (დაახლოებით  128 ლარი)  40000 დრამამდე/ტონაზე (დაახლოებით  205 ლარი); რაც შეეხება დიზელის საწვავს, მასზე  აქციზის გადასახადი შემცირდა 32500 დრამიდან (დაახლოებით  166 ლარი) 13000 დრამამდე/ტონაზე (დაახლოებით  67 ლარი), მაგრამ დაწესდა დღს-ს გადასახადი.


უკრაინაში საწვავის საშუალო ფასები 05.02.2018  წლის  მდგომარეობით შეადგენს: ბენზინი A-92 – 29,64 უკრაინული გრივნა (დაახლოებით 2,63 ლარი); ბენზინი A-95 – 30,39 უკრაინული გრივნა (დაახლოებით 2,70 ლარი);  ბენზინი A-98 – 31,56 უკრაინული გრივნა (დაახლოებით 2,80 ლარი);  დიზელის საწვავი -  28,21 უკრაინული გრივნა (დაახლოებით 2,51 ლარი);


29-30 იანვარს უკრაინაში ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის საწვავის საცალო ფასები გაიზარდა საშუალოდ 0,05-1 გრივნით/ლიტრაზე,  იმ დროს, როდესაც  ეროვნული ვალუტა მყარდება დოლართან მიმართებაში,  რომელზეც დამოკიდებულია საწვავის ფასები.


თურქეთში საწვავის საშუალო ფასები 03.02.2018  წლის  მდგომარეობით შეადგენს:    95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 5,80 თურქული ლირა (დაახლოებით 3,79 ლარი); 98 სუპერი ტიპის ბენზინი– 5,83 თურქული ლირა (დაახლოებით 3,81 ლარი); დიზელის საწვავი -  5,14 თურქული ლირა (დაახლოებით 3,36 ლარი);


აზერბაიჯანში  საწვავის საშუალო ფასები 05.02.2018  წლის  მდგომარეობით შეადგენს:   ბენზინი A-80 – 0,70 აზერბაიჯანული მანათი  (დაახლოებით  1,01  ლარი);  ბენზინი A-92 – 0,90 აზერბაიჯანული მანათი  (დაახლოებით  1,30 ლარი); ბენზინი A-95 –1,25 აზერბაიჯანული მანათი   (დაახლოებით 1,81 ლარი); ბენზინი A-98 – 1,50 აზერბაიჯანული მანათი  (დაახლოებით  2,17 ლარი); დიზელის საწვავი -  0,60 აზერბაიჯანული მანათი  (დაახლოებით  0,87 ლარი);


უნდა აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანში  80 და 92 ტიპის ბენზინის, ასევე დიზელის საწვავის ფასები რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. ხოლო 95 და 98 მარკის ბენზინის გაყიდვები, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არ ხდება და მისი იმპორტი ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხდება თავისუფალი ფასებით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში 98 მარკის ბენზინზე მეტისმეტად დაბალი მოთხოვნილების გამო ის ნაკლებად გავრცელებულია ქვეყანაში.


რუსეთში  საწვავის საშუალო ფასები 05.02.2018  წლის  მდგომარეობით შეადგენს: ბენზინი АИ-92 – 38,49  რუსული მანეთი (დაახლოებით 1,68 ლარი); ბენზინი АИ-95 – 41,70  რუსული მანეთი  (დაახლოებით 1,82 ლარი);  ბენზინი АИ-98 – 47,99 რუსული მანეთი (დაახლოებით 2,09 ლარი);  დიზელის საწვავი -  40,10  რუსული მანეთი (დაახლოებით 1,75 ლარი);


რაც შეეხება საქართველოს, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,19-2,28 ლარი/ლიტრაზე (კლება მიმდინარე თვეში 2-4 თეთრით/ლიტრაზე), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,29-2,40 ლარი/ლიტრაზე (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე), სუპერი ტიპის ბენზინი - 2,39-2,52 ლარი/ლიტრაზე (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე), ევრო დიზელის საწვავი - 2,29-2,40 ლარი/ლიტრაზე (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე).


საქართველოში საწვავის ფასები უფრო დაბალია, ვიდრე უკრაინასა და თურქეთში. რაც შეეხება სომხეთს, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის იდენტური ფასები გვაქვს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აქციზის გადასახადი გაცილებით მაღალია. შედარებისათვის,  სომხეთში ბენზინზე აქციზის გადასახადი შეადგენს  40000 დრამს/ტონაზე ანუ დაახლოებით 205 ლარს, ხოლო საქართველოში - 500 ლარს/ტონაზე, დიზელის საწვავზე კი აქციზის გადასახადი სომხეთში შეადგენს 13000 დრამს/ტონაზე ანუ დაახლოებით 67 ლარს, ხოლო საქართველოში - 400 ლარს/ტონაზე.

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE