ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების(ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 71,1 ათასი ტონა, რაც 45,6 ათასი ტონით ნაკლებია დეკემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2018 წლის იანვრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 39,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 31,7 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის იანვრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 28,8 ათასი ტონა ანუ 73,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 10,0 ათასი ტონა ანუ 25,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,5%.
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის იანვრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 28,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 19,7 ათასი ტონა (27,7%), აზერბაიჯანი - 9,4 ათასი ტონა (13,2%), თურქმენეთი - 6,2 ათასი ტონა (8,7%); საბერძნეთი - 3,7 ათასი ტონა (5,2%), ბულგარეთი - 3,4 ათასი ტონა (4,8%).
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 2,5 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 2,8 ათასი ტონით ნაკლებია დეკემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მ/წლის იანვრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 0,8 ათასი ტონა, რაც 1,0 ათასი ტონით ნაკლებია დეკემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წლის იანვრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 1,5 ათასი ტონა, რაც 10,6 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წლის იანვრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,2 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია დეკემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტის კლება უკავშირედება სეზონურ ფაქტორებს, კერძოდ: წელიწადის ამ თვეს ტრადიციულად ყოველთვის ნაკლებია ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება წინა თვეებთან შედარებით, ვინაიდან დეკემბრის თვეში ხდება გარკვეული მარაგების შექმნა, გარდა ამისა იანვრის თვეში დღესასწაულებიდან გამომდინარე არის ბევრი დასვენების დღე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნავთობპროდუქტების მოხმარებას.
20.02.2018
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი