ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
11:08 25.11.2024

თებერვლის თვეში ნავთობის ფასი მცირდებოდა

06-03-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

თებერვლის თვეში ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად მცირდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ის შემცირდა საშუალოდ 3,3 დოლარით/ბარელზე. დღეისათვის ნავთობის ფასი შეადგენს 65.54 დოლარს/ბარელზე.  

 

ნავთობის ფასის კლება თებერვლის თვის  განმავლობაში  განპირობებულია ძირითადად აშშ-ში ნავთობის მოპოვების ზრდით. კერძოდ, მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება 800 ერთეულამდე მოქმედი სანავთობო ჭაბურღილი, რაც ბოლო 3 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, თებერვლის თვის განმავლობაში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგები. თუმცა ნავთობის მიმდინარე ფასზე უპირობოდ კვლავ გავლენას ახდენს ასევე ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელება და მისი პირობების მკაცრად შესრულება კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამოდენიმე არაწევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით, რომელიც შემდგომში გადავადებულ იქნა. 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მოხდა  ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ ერთხელ - 9 თვით გაგრძელება, 2018 წლის ბოლომდე.

 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე   S&P Global Platts-ის მიხედვითრომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი,  თებერვლაში ის  ნავთობის ფასის კლების კვალდაკვალ მცირდება. კერძოდ, ბენზინის საერთაშორისო ფასი თებერვლის თვეში შემცირებულია  დაახლოებით 47$-ით/ტონაზე, ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი  შემცირებულია დაახლოებით 39$-ით/ტონაზე.

 

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული  ვალუტის  - ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. თებერვალში ლარი მცირედით გამყარდა. კერძოდ, თებერვლის დასაწყისში  ლარის  ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში  შეადგენდა  2,4962 ერთეულს და თვის ბოლოს მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4795 ერთეულს.

 

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, თებერვლის თვეში მოხდა საწვავის ფასის კლება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-6 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,13-2,28 ლარი/ლიტრაზე (კლება 4-6 თეთრით/ლიტრაზე), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,27-2,40 ლარი/ლიტრაზე (კლება 2 თეთრით/ლიტრაზე), სუპერი ტიპის ბენზინი - 2,37-2,52 ლარი/ლიტრაზე (კლება 2 თეთრით/ლიტრაზე), ევრო დიზელის საწვავი - 2,25-2,40 ლარი/ლიტრაზე (კლება 3-4 თეთრით/ლიტრაზე).




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE