ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
17:26 22.11.2024

შპს ”შავი ზღვის ტერმინალის” საჯარო მიმართვა

19-11-2012

უკანასკნელი რამოდენიმე დღის მანძილზე მედია საშუალებების მეშვეობით ტელესივრცეში აქტიურად შუქდება შპს ”შავი ზღვის ტერმინალის” თანამშრომელთა ერთი ჯგუფის მიერ გამართული აქცია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მედია საშუალებას, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესების გაშუქებაში, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას გთხოვოთ ნებისმიერი საკითხი თუ პრობლემა არ იქნეს გაშუქებული მხოლოდ ცალმხრივად და საზოგადოებას მიეწოდოს დაბალანსებული ინფორმაცია. ზუსტად ამ მიზნით გადავწყვიტეთ მოგმართოთ საჯარო წერილით.

 

შპს ”შავი ზღვის ტერმინალი” თითქმის 5 წელის ექსპლუატაციაშია და ფუნქციონირებს. აქ წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობენ აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განწყობილნი არიან ურთიერთპატივისცემითა და თანადგომის სურვილით.

 

კომპანიამ მშენებლობის პერიოდში დასაქმებული ჰყავდა 2000-მდე საქართველოს მოქალაქე, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 600-ზე მეტი პირი, მათგან მხოლოდ უმნიშვნელო წილი, დასაქმებულთა დაახლოებით 5 პროცენტი არის უცხოელი.

 

განვლილი წლების მანძილზე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომელთა სოციალური და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. შრომის ანაზღაურებაზე დამატებით კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევას საოჯახო პაკეტით, რომლის სამომხმარებლო პროდუქტის მოცულობა ყოველწლიურად უმჯობესდება და სამედიცინო მომსახურეობის გარდა მოიცავს მედიკამენტების ღირებულების 80-90 %-ით ანაზღაურებას. ასევე თანამშრომლები სარგებლობენ უფასო სადილით, კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტით გადაადგილების უფლებით ხობისა და ფოთის მიმართულებით, თითოეული მათგანი უზრუნველყოფილია სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით. სამუშაო ადგილებზე შექმნილია შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაო პირობები. პერიოდულად ხორციელდება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ბაზარზე ავტორიტეტული კომპანიებიდან მოწვეული ტრეინერების დახმარებით. ყოველივე ჩამოთვლილი კი არის ის, რისი გაკეთებაც შევძელით ჩვენი მუშაობის მოკლე პერიოდში. ვფიქრობთ, რომ ეს არცთუ ცოტაა.

 

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თანაშრომელთა ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კვალიფიკაციისა და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის შესაბამისად. ამავდროულად ყოველწლიურად ხდება თანამშრომელთა სამუშაოს შესრულებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დონის შეფასება და შედეგების შესაბამისად ფორმირდება სახელფასო განაკვეთების ზრდის მოცულობა და რა თქმა უნდა, ეს იღებს თანამდებობრივი დიფერენცირების სახეს.

 

ჩვენი კომპანიის სურვილი იყო და არის ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან. რეგიონში არსებული შრომითი რესურსების დასაქმების პრობლემას მხოლოდ ჩვენი კომპანია ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების პროცესში. ჩვენი კომპანიის ფუნქციების სპეციფიკურობის გათვალისწინებით შესასრულებელი სამუშაოების ძალიან დიდი წილი მოითხოვს კვალიფიციურ შრომით რესურსს. ვცდილობთ ადგილობრივი შრომითი რესურსის ის ნაწილი დავასაქმოთ, რომელიც შესაბამისი ტრეინინგების გავლის შემდეგ შეძლებს ჩაებას კომპანიის შრომით საქმიანობაში და ეფექტურად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ღრმა პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ და გვსურს ყველა მედიასაშუალებას გისურვოთ წარმატებები.

 

შპს ”შავი ზღვის ტერმინალის” მენეჯმენტი”




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE