ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
03:32 25.11.2024

მიმდინარე წლის 10 თვეში საგზაო ბიტუმის რეკორდულად მაღალი იმპორტი და მოხმარება დაფიქსირდა

07-11-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,42 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,41 ათასი ტონა (23,4%), რუსეთი -  0,25 ათასი ტონა (14,3%),  გერმანია - 0,18 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 16,4  ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,1 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% განხორციელდა თურქმენეთიდან.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,0 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (83,6 ათასი ტონა).

 

საავიაციო ნავთის იმპორტის კლება უკავშირდება საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას. რომ არა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა, წლის დასაწყისიდან დაწყებული იმპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა.

 

2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 54,0% (10,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 5,2 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 3,7 ათასი ტონა (18,7%), თურქეთი - 0,1 ათასი ტონა (0,5%).

 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 150,3 ათასი ტონა, რაც 73,0 ათასი ტონით ანუ 87,6 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (83,3 ათასი ტონა).

 

მიმდინარე წელს საგზაო ბიტუმის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. მსგავსი სტატისტიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროდუქტი არ საწყობდება და ის ძირითადად მოხმარებაში გადის (გზების მსენებლობისათვის).

 

2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც სექტემბრის თვის მაჩვენებლის ფაქტიურად ანალოგიურია.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11,9 ათასი ტონა).

 

ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი თხევადი აირის იმპორტი, რაც დაკავშირებულია მის საავტომობილო საწვავად გამოყენებასთან. მიმდინარე ეტაპზე 200-მდე გასამართი სადგური ახორციელებს ავტომობილის თხევადი აირით გამართვას. ეს სტატისტიკა მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

 

07.11.2019

 

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE