ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 992,6 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (991,0 ათასი ტონა).
მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 501,9 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,8 ათასი ტონით ანუ 0,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 490,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 ათასი ტონით ანუ 0,4%-ით).
მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი კლებულობდა, თუმცა სექტემბრის თვიდან დაწყებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კერძოდ, 2019 წელს პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 327,7 ათასი ტონა, რაც 42,9 ათასი ტონით ანუ 11.6%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა) შედარებით.
ჯამში, 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში 40,6 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 328,6 ათასი ტონა ანუ 65,5%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 163,6 ათასი ტონა ანუ 32,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,7 ათასი ტონა ანუ 1,9%.
ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 11 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 297,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 276,6 ათასი ტონა (27,9%), აზერბაიჯანი - 145,7 ათასი ტონა (14,7%), თურქმენეთი - 111,1 ათასი ტონა (11,2%); ბულგარეთი - 85,5 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი - 55,3 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი - 19,3 ათასი ტონა (1,9%) და სხვ.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
92.66 დოლარი/ბარელზე
- 0.10
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
86.13 დოლარი/ბარელზე
- 0.40
სუპერი – 4.65 ლარი
პრემიუმი – 4.31 ლარი
რეგულარი – 4.00 ლარი
ევრო დიზელი – 4.90 ლარი
დიზელი – 4.85 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.68 ლარი
ეკოპრემიუმი – 4.39 ლარი
ევრო რეგულარი – 4.08 ლარი
ევრო დიზელი – 4.94 ლარი
ეკო დიზელი – 4.99 ლარი
დიზელ ენერჯი – 4.91 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.65 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 4.32 ლარი
ევრო რეგულარი – 4.02 ლარი
ევრო დიზელი – 5.02 ლარი
სუპერი – 4.65 ლარი
ევრო პრემიუმი – 4.35 ლარი
ევრო რეგულარი – 4.04 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.99 ლარი
ევრო დიზელი – 4.94 ლარი
სუპერი – 4.65 ლარი
G-Force პრემიუმი – 4.35 ლარი
რეგულარი – 4.05 ლარი
ევრო დიზელი – 4.99 ლარი
დიზელი – 4.93 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE