ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
16:02 22.11.2024

მარტის თვეში ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება

31-03-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:


„მიმდინარე წლის მარტის თვეში  ფიქსირდება ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება. კერძოდ, მარტის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 28.37  დოლარით/ბარელზე ანუ 55.5%-ით 51,13 დოლარიდან  22.76  დოლარამდე/ბარელზე.


ნავთობის მიმდინარე ფასებზე გავლენას ახდენს პირველ რიგში COVID-19-ის პანდემია. აღნიშნული  პანდემიის შედეგად ნავთობზე მოთხოვნილება უკვე მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ,  სხვადასხვა გათვლებით საუბარია ნავთობზე მოთხოვნილების 20-25%-იან კლებაზე. ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება განპირობებულია ძირითადად COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინითა და ავიამიმოსვლის მნიშვნელოვანი შეჩერებით. აღსანიშნავია, რომ  პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფება დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი, რაც ამცირებს სატრანსპორტო მიმოსვლას და აქედან გამომდინარე, ნავთობის მოხმარებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 60%  სწორედ საავტომობილო მოხმარებას განეკუთვნება.


ამას დაემატა ის, რომ მიმდინარე წლის 6 მარტს ჩაიშალა "ოპეკი +"-ის ფორმატში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგება. რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ  შეთანხმდნენ ვერც მოპოვების შემდგომ შემცირებაზე და ვერც გარიგების არსებული პირობების გაგრძელებაზე.  კერძოდ, საუდის არაბეთი სთავაზობდა „ოპეკი +“-ს ყოველდღიური მოპოვების 1.5 მლნ ბარელით შემცირებას, რასაც არ დასთანხმდა რუსეთი. რუსეთს, თავის მხრივ, სთხოვდნენ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების 300 ათასი ბარელით შემცირებას. აღნიშნული შეთანხმება ძალაში იყო 2017 წლის დასაწყისიდან. ამ შეთანხმების მიუღწევლობის გამო მ/წლის  1 აპრილიდან უქმდება ყველა შეზღუდვა „ოპეკი +“-ის ფარგლებში და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს წარმოების გაზრდის საშუალება ეძლევათ.


ყოველივე აქედან გამომდინარე, კორონავირუსის გამო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება და „ოპეკი +“-ის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმწარმოებლების მიერ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის შეცვლას, რომელიც ძირითადად მიმართულია მოპოვების ზრდისკენ. ეს ყველაფერი კი ხდება სანავთობო ბაზრებზე უპრეცედენტო გაურკვევლობის შექმნის მიზეზი. შედეგად, დღეს გვაქვს ის, რომ გადავსებულია ყველა მსხვილი ნავთობსაცავი, იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო ტერმინალი, მათ შორის საზღვაო ტანკერები. ამან კი  უახლოეს პერიოდში შეიძლება შექმნას ნავთობის საცავებში თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებული პრობლემა.


რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას, პირველ რიგში უნდა შევეხოთ საქართველოს ეროვნული ვალუტის  - ლარის  გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი.  მიმდინარე თვეში მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დოლართან მიმართებაში. კერძოდ, მარტის თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,7835 ერთეულს და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,2845 ერთეულს.


რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო პერიოდში ფიქსირდება საწვავის ფასის კლება. კერძოდ, თებერვლის თვის დასაწყისიდან საწვავის ფასი შემცირებულია ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 25-30 თეთრით ლიტრაზე. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს  ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,20-2,35 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,36-2,45 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,53-2,58 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,43-2,49 ლარი/ლიტრაზე.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE