ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
15:32 22.11.2024

მარტის თვეში საწვავის მოხმარების მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად იმპორტი მაღალ მაჩვენებელზე დგას

23-04-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:


2020 წლის მარტის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 84,4 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ანუ 1,1%-ით ნაკლებია   წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და 14,7 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.


2020 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 244,4 ათასი ტონა, რაც 11,8 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.


მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,4 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,9 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  39,0 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,8 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით).


საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 28,8  ათასი ტონა ანუ 63,4%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 15,4 ათასი ტონა ანუ  33,9%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 1,2 ათასი ტონა ანუ 2,6%.


ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის მარტის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 19,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,5%-ს შეადგენს/ შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 16,8 ათასი ტონა (19,9%), რუმინეთი - 16,3 ათასი ტონა (19,3%), აზერბაიჯანი - 9,7 ათასი ტონა (11,5%), ყაზახეთი - 7,8 ათასი ტონა (9,2%), ბულგარეთი - 7,2 ათასი ტონა (8,5%); საბერძნეთი - 5,2 ათასი ტონა (6,2%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (1,8%), თურქეთი - 0,9 ათასი ტონა (1,1%).


აღსანიშნავია, რომ საწვავის  იმპორტი მარტის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში გაზრდილია 21.1%-ით, თუმცა ამავე დროს პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია 40%-ით covid-19-დან გამომდინარე. საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია პროდუქტზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგადაც ხდება პროდუქციაზე მარაგების შექმნა მასზე მოთხოვნილების არქონის მიუხედავად. აპრილის თვეში საწვავის მოხმარება მიმდინარე ობიექტური მიზეზების გამო კიდევ უფრო  ნაკლები იქნება. 


ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს პირველად მოხდა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება A-91 ოქტანის, რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტი თურქმენეთიდან (2020 წლის I კვარტლის შედეგებით მთლიანი იმპორტის 17%) და ყაზახეთიდან (6,3%) და  მათი ხვედრითი წილი ადგილობრივ ბაზარზე უკვე სოლიდურია.

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE