ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2020 წლის მაისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7.7 ათასი ტონა, რაც 4.2 ათასი ტონით ანუ 120%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 6,5 ათასი ტონით ანუ 45,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,2 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 59,7% (4,6 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 24,7% (1,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 7,8% (0,6 ათასი ტონა) - სომხეთიდან, 3,9% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 2,6% (0,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,3% (0,1 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 25,5 ათასი ტონა, რაც 18,6 ათასი ტონით ანუ 42,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (44,1 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 53,7% (13,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ირანის ისლამური რესპუბლიკა - 28,2% (7,2 ათასი ტონა), ერაყი - 11,4% (2,9 ათასი ტონა), სომხეთი - 3,5% (0,9 ათასი ტონა), რუსეთი - 1,6% (0,4 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,8% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი - 0,8% (0,2 ათასი ტონა).
მიმდინარე წელს ბიტუმის იმპორტის შემცირება უკავშირდება COVID-19-ის პანდემიას, რის გამოც მარტის თვიდან დაწყებული ვერ ხორციელდება პროდუქციის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, მაშინ როდესაც გასულ წლებში ის ქვეყანაში ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი იყო. შესაბამისად, მიმდინარეობს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება, რათა ამ მიზეზით ქვეყანაში არ შეიქმნას პროდუქციაზე დეფიციტი.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი