ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
10:45 22.11.2024

ბოლო თვეებში საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა

19-06-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

მიმდინარე წელს COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ მარტის თვის დასაწყისში ლონდონის  Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასი შეადგენდა 51,9 დოლარს/ბარელზე, პანდემიის  გააქტიურების დაწყებისთანავე  მან კლება დაიწყო და მარტის თვის ბოლოს შეადგენდა უკვე 22,74 დოლარს/ბარელზე. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს მატებას.  დღეისათვის (19.06.2020წ.) ნავთობის ფასი შეადგენს 41.51  დოლარს/ბარელზე.

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაწყებას, როდესაც ხდება ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, რაც თავისთავად იწვევს ნავთობზე მოთხოვნილების მატებას. ასევე  მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 16 ივნისს გამართულ „ოპეკი +“-ის მინისტრთა საკომიტეტო სხდომაზე, რომლის თანახმადაც ნავთობის მოპოვების შემცირების უპრეცედენტო შეთანხმება კიდევ 1 თვით გაგრძელდა  (9,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში).

ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასების ზრდამ, თავის მხრივ გამოიწვია  S&P Global Platts-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი  მატება, რის შედეგადაც   არაბრენდირებულ  გასამართ სადგურებზე დაფიქსირდა  ფასების ზრდა საშუალოდ 5-10 თეთრი/ლიტრაზე.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო 3 თვის განმავლობაში, მოხდა საწვავის ფასის შემცირება, ეტაპობრივად საშუალოდ 70-80 თეთრით/ლიტრაზე და დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,74-1,89 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,85-1,99 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 1,86-1,99 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 1,79-1,92 ლარი/ლიტრაზე.

19.06.2020




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE