ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2020 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 58,1%-ით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (7,2 ათასი ტონა) შედარებით და 10,5 ათასი ტონით ანუ 82,0%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,8 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის აგვისტოს თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,2% (1,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 34,8% (0,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 38,5 ათასი ტონა, რაც 37,0 ათასი ტონით ანუ 49,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (75,5 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 80,0% (30,8 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,3% (5,5 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 5,7% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.
საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია COVID-19-დან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობპროდუქტების ბიზნეს-ინდუსტრიაში აღნიშნულმა სექტორმა მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ზარალი განიცადა პანდემიის გამო.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
110.13 დოლარი/ბარელზე
+ 0.35
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
99.07 დოლარი/ბარელზე
+ 1.78
სუპერი – 4.62 ლარი
პრემიუმი – 4.31 ლარი
რეგულარი – 4.02 ლარი
ევრო დიზელი – 4.96 ლარი
დიზელი – 4.90 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.68 ლარი
ეკოპრემიუმი – 4.39 ლარი
ევრო რეგულარი – 4.08 ლარი
ევრო დიზელი – 4.98 ლარი
ეკო დიზელი – 5.07ლარი
დიზელ ენერჯი – 4.93 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.60 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 4.25 ლარი
ევრო რეგულარი – 3.95 ლარი
ევრო დიზელი – 4.97 ლარი
სუპერი – 4.65 ლარი
ევრო პრემიუმი – 4.32 ლარი
ევრო რეგულარი – 4.02 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.99 ლარი
ევრო დიზელი – 4.92 ლარი
სუპერი – 4.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 4.39 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 4.09 ლარი
რეგულარი – 4.09 ლარი
ევრო დიზელი – 5.05 ლარი
დიზელი – 4.99 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE