ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საავტომობილო ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
შეხვედრის თემა გახლდათ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის დადგენილება №327, რომელიც ეხება ნარჩენი ზეთების მართვის რეგლამენტის დამტკიცებას, რომლის მთავარი მიზანი არის სპეციფიკური ნარჩენების - ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა.
აღნიშნული დადგენილების მთავარი მიზანია ნარჩენი ზეთების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეგენერაცია ან სხვაგვარად აღდგენა, რაც ჯამში ხელს უწყობს ნარჩენი ზეთების მიერ გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ეკოლოგიის გაუმჯობესებას.
შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსტრია ამ გადაწყვეტილებას იზიარებს და მხარს უჭერს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მთავრობის დადგენილება ამოქმედდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან. გამონაკლისს წარმოადგენს დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. კერძოდ, მუხლი 13. დისტრიბუტორების ვალდებულებები 1. ზეთების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია).
აღნიშნული დადგენილებისა და კონკრეტულად მე-13 მუხლის მოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე, ვინაიდან მათ უწევთ დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და ხარჯების გაწევა, რათა შეასრულონ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ვინაიდან მიმდინარე წელი არ გახლავთ ჩვეულებრივი რიგითი წელი იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკა და დიდი კორექტივები შეიტანა ნებისმიერი ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობაში. შესაბამისად, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ზემოაღნიშნული საკითხი დამატებით ტვირთად შეიძლება დააწვეს კომპანიების საქმიანობას, ხელი შეუშალოს დადგენილებით მათ მიერ აღებული დროში გაწერილი ვალდებულებების შესრულებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით არ არის შექმნილი მგვ ორგანიზაცია (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია), რომელმაც საქმიანობის დაწყებამდე უნდა მიიღოს ავტორიზაცია სამინისტროსგან. ზეთების მწარმოებლები ვალდებულნი არიან შექმნან მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად, რომელიც იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის ორგანიზაცია და პასუხისმგებელი იქნება ნარჩენი ზეთების შეგროვებაზე.
უახლოეს პერიოდში გაიმართება შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება დადგენილების ამოქმედების მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი