მიმდინარე წლის 12 ივლისს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით მოხდა შავი ზღვის ტერმინალის (black sea terminal) დათვალიერება, რომელიც მდებარეობს ყულევში. ღონისძიების მონაწილეობდნენ როგორც მედიის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა მოხდა უშუალოდ შავი ზღვის ტერმინალის ხელმძღვანელთან ბატონ ქერიმ გულიევთან, რომელმაც ისაუბრა ტერმინალთან დაკავშირებულ საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.
ტერმინალი გახლავთ აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია "SOCAR"-ის შვილობილი კომპანია. მისი სიმძლავრე შეადგენს წელიწადში 10 მლნ ტონას, თუმცა ამ დროისათვის მხოლოდ 3.5-4 მლნ ტონის გატარება ხდება. სამომავლოდ იგეგმება ტერმინალის სრული დატვირთვით ამუშავება.
კომპანიაში მუშაობს 11 დეპარტამენტი, მათ შორისაა რკინიგზის სადგური და ნავსადგური, რომელსაც გააჩნია 2 მთავარი ნავმისადგომი. ერთ ნავმისადგომზე დგება 100 ათას ტონიანი გემები, მე–2 ნავმისადგომზე კი – დაბალი ტონაჟის გემები. ტერმინალში დასაქმებულია დაახლოებით 500 ადამიანი, რომელთაგან 94 % ადგილობრივი მოსახლეობაა.
შავი ზღვის ტერმინალის მიერ განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 350 მლნ დოლარს. აღსანიშნავია ასევე, რომ ტერმინალი ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს რეგიონისთვის.
ვანო მთვრალაშვილი: "ტერმინალი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ინფრასტუქტურის მქონე ტერმინალი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის აუზის ქვეყნების მასშტაბით, რომლითაც ჩვენ ქვეყანას შეუძლია იამაყოს. ტერმინალი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის კუთხით, რასაც ადასტურებს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი საერთაშორისო სერთიფიკატი.
შავი ზღვის ტერმინალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების განვითარებაში. ტერმინალს გააჩნია ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან ის ერთგვარად წარმოადგენს საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითს.
ტერმინალი საქართველოს, როგორც საზღვაო სატრანზიტო ქვეყანას, უფრო დიდ იმიჯს აძლევს მსოფლიო მასშტაბით.
გარდა ამისა, შავი ზღვის ტერმინალს აქვს განვითარების დიდი პერსპექტივა და პოტენცია, რაც ზოგადად შემდგომი ინვესტიციების, დასაქმების რეალურ პერსპექტივას ქმნის საქართველოში".
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი