ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
17:12 22.11.2024

საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

27-11-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით  ანუ 6,4%-ით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (4,7 ათასი ტონა) შედარებით  და 2,3 ათასი ტონით ანუ 109,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,1 ათასი ტონა)  შედარებით.

 

მ/წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,3%  (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 22,7% (1,0 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა, რაც 35,5 ათასი ტონით ანუ 42,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83,0 ათასი ტონა) შედარებით.

 

მ/წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,2%  (37,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,2% (7,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,6% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან.

 

2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,6 ათასი ტონა, რაც 3,0 ათასი ტონით  ანუ 17,0%-ით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (17,6 ათასი ტონა) შედარებით და 5,2 ათასი ტონით ანუ 26,3%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,8 ათასი ტონა) შედარებით.

 

აქედან იმპორტის 78,8% (11,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 19,9% (2,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 1,4% (0,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 105,1 ათასი ტონა, რაც 45,2 ათასი ტონით ანუ 30,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (150,3 ათასი ტონა) შედარებით.

 

აქედან იმპორტის 62,5% (65,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 23,9% (25,1 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,2% (7,6 ათასი ტონა),  რუსეთი - 3,0% (3,2 ათასი ტონა), თურქეთი - 2,1% (2,2 ათასი ტონა), სომხეთი - 0,9% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,2% (0,2 ათასი ტონა).

 

საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე. კერძოდ, საავიაციო ნავთის იმპორტის კლება დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირებას, გამოწვეულია იმით, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში აღარ ხდება პროდუქტის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც  ბოლო  წლების განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა გახლდათ.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE