ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,5 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (14,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,2 ათასი ტონით ანუ 9,0%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,3 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 72,4% (10,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 13,8% (2,0 ათასი ტონა) - რუსეთიდან; 10,3% (1,5 ათასი ტონა) - ირანიდან; 3,4% (0,5 ათასი ტონა) - ერაყიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 119,6 ათასი ტონა, რაც 44 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (163,6 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 63,7% (76,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 21,4% (25,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,6% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი - 4,3% (5,1 ათასი ტონა), თურქეთი - 1,8% (2,2 ათასი ტონა), სომხეთი - 0,8% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,2% (0,2 ათასი ტონა).
2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,1 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 8,8%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (3,4 ათასი ტონა) შედარებით და 1,0 ათასი ტონით ანუ 24,4%-ით ნაკლები - გასული წლის ნოემბრის თვის მაჩვენებელთან (4,1 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, იმპორტის 80,6% (2,5 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (35,6 ათასი ტონა).
მათ შორის, იმპორტის 92,6% (34,0 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
110.13 დოლარი/ბარელზე
+ 0.35
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
99.07 დოლარი/ბარელზე
+ 1.78
სუპერი – 4.62 ლარი
პრემიუმი – 4.31 ლარი
რეგულარი – 4.02 ლარი
ევრო დიზელი – 4.96 ლარი
დიზელი – 4.90 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.68 ლარი
ეკოპრემიუმი – 4.39 ლარი
ევრო რეგულარი – 4.08 ლარი
ევრო დიზელი – 4.98 ლარი
ეკო დიზელი – 5.07ლარი
დიზელ ენერჯი – 4.93 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.60 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 4.25 ლარი
ევრო რეგულარი – 3.95 ლარი
ევრო დიზელი – 4.97 ლარი
სუპერი – 4.65 ლარი
ევრო პრემიუმი – 4.32 ლარი
ევრო რეგულარი – 4.02 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.99 ლარი
ევრო დიზელი – 4.92 ლარი
სუპერი – 4.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 4.39 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 4.09 ლარი
რეგულარი – 4.09 ლარი
ევრო დიზელი – 5.05 ლარი
დიზელი – 4.99 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE