ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
05:46 25.11.2024

2021 წლის იანვარ-მარტის თვეებში საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

16-04-2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,9 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით  ანუ 104,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (2,4 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის მარტის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,2%  (2,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,2% (0,6 ათასი ტონა) - იტალიიდან, 10,2% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 10,2% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 8,2% (0,4 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

 

2021 წლის იანვარ-მარტის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის იანვარ-მარტის თვეებში იმპორტის 63,6%  (7,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან; 11,8% (1,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან;  11,0% (1,2 ათასი ტონა) - იტალიიდან;  4,5% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან;  4,5% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

 

2021 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,0 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით  ანუ 47%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან (3,4 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 84% (4,2 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 10% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე, 6% (0,3 ათასი ტონა) - ერაყზე.

 

2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,2 ათასი ტონა, რაც 4,1 ათასი ტონით ანუ 28,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,3 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 84,3% (8,6 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 10,8% (1,1 ათასი ტონა) - ერაყზე;  4,9% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე.

 

საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან.

 

რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტს, ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში ის გაიზრდება, რაც დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოების მატებასთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ჩვენი ქვეყნისთვის გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომლემაც ჩაანაცვლა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ამ უკანასკნელიდან ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტის შეჩერების გამო.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE