ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 339,9 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (312,9 ათასი ტონა) შედარებით და 20,9 ათასი ტონით ანუ 6,5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (319 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 176,7 ათასი ტონამ ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 163,2 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 114,6 ათასი ტონა (64,8%) ; A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 58,4 ათასი ტონა (33,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 3,7 ათასი ტონა (2,1%);
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 78,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 73,0 ათასი ტონა - 21,5%; თურქმენეთი - 71,7 ათასი ტონა - 21,1%; აზერბაიჯანი - 56,8 ათასი ტონა - 16,7%; ბულგარეთი - 36,9 ათასი ტონა - 10,9%; საბერძნეთი - 11,1 ათასი ტონა - 3,3%; თურქეთი - 8,1 ათასი ტონა - 2,4%; ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა - 0,7%...
ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით. მათ შორის უმთავრესია, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი. ასევე აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (11 ათასი ერთეულით ანუ 12,5%-ით) საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც მოიხმარენ დიზელის საწვავს.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი