ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2300 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1234 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:1480 ხმა
 
18:56 12.05.2021

ოპეკმა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი გააუმჯობესა

15-04-2021

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) სამშაბათს გამოაქვეყნა ყოველთვიური ანგარიში სანავთობო ბაზრის შესახებ, რომელშიც ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი გაიზარდა მარტის თვის ანგარიშთან შედარებით 100 ათასი ბარელით/დღე-ღამეში.

 

ოპეკის ექსპერტთა აზრით, პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები და მთელი რიგი ქვეყნების მასტიმულირებელი პოლიტიკა დადებითად აისახება მსოფლიო ეკონომიკის მდგრად აღდგენაზე.

 

ოპეკის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს მსოფლიო მოთხოვნილება ნავთობზე მიაღწევს 96,5 მილიონ ბარელს/დღე-ღამეში, რაც 6 მილიონით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მთელ მსოფლიოში მსოფლიოში ეკონომიკის უფრო ინტენსიური აღდგენა, რაცახდენს ნავთობზე შემდგომი მოთხოვნილების სტიმულირებას.

 

ანგარიშის ავტორების აზრით, სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობის ვაქცინაციის შედეგად, შემცირდება ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების გავლენა. გარდა ამისა, მსოფლიოს მრავალი ეკონომიკა ახდენს სტიმულირებას უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს  წლის მეორე ნახევარში აღდგენის ტენდენციის მხარდაჭერას.

 

ამასთან, ევროპის ქვეყნებში ინფექციების ახალი აფეთქების გამო, რამაც გამოიწვია შემაკავებელი ზომების გამკაცრება, ასევე პირველ კვარტალში ნავთობზე მცირე მოთხოვნილების გამო იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრები, ოპეკის ანგარიშში შემცირებულ იქნა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი წლის პირველ ნახევარში.

 

ოპეკის ექსპერტთა აზრით, თუ წლის მეორე ნახევარში ეპიდემია ეფექტურად გაკონტროლდება, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება ადრე პროგნოზირებად 5,1 პროცენტთან შედარებით  5,4 პროცენტამდე.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

68. 32 დოლარი/ბარელზე

+ 0.04

 (NYMEX)

Light Sweet Crude Oil

64.92 დოლარი/ბარელზე

+ 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   2.99 ლარი 

პრემიუმი   2.91` ლარი

რეგულარი  2,78  ლარი

ევრო დიზელი  2.80 ლარი

დიზელი   2.70 ლარი

გაზი – 1.40 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.02 ლარი

ეკოპრემიუმი –  2.95 ლარი

ევრო რეგულარი – 2.85 ლარი

ევრო დიზელი – 2.85 ლარი

ეკო დიზელი – 2.90 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.72 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

სუპერი ecto 100 –  3.10 ლარი

ევრო სუპერი –  2.96 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   2.91 ლარი

ევრო რეგულარი –  2.74 ლარი

ევრო დიზელი – 2.84 ლარი

 

სუპერი –  2.99 ლარი

ევრო პრემიუმი –  2.95 ლარი

ევრო რეგულარი – 2.76 ლარი

efix ევრო დიზელი – 2.87 ლარი

ევრო დიზელი –  2.81 ლარი

 

სუპერი –  2.99 ლარი

G-Force პრემიუმი –  2.95 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  2.85 ლარი

რეგულარი – 2.79 ლარი

ევრო დიზელი – 2.89 ლარი

დიზელი – 2.83 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE