ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდების მოცულობამ 500 მილიონ ტონას მიაღწია, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Trend კომპანია "BP"-ზე დაყრდნობით.
”საექსპორტო ნავთობსადენმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომლის ოპერატორიცაა კომპანია bp, მიაღწია მნიშვნელოვან მაჩვენებელს, მოახდინა 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან ჯეიჰანში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც აღინიშნება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ეფექტურობა და საექსპლუატაციო საიმედოობა გაიზარდა 75 პროცენტიდან 99,9 პროცენტამდე.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საერთო სიგრძე შეადგენს 1768 კილომეტრს, საიდანაც 443 კილომეტრი გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო 1076 კილომეტრი - თურქეთის ტერიტორიაზე. მილსადენის მშენებლობა დაიწყო 2003 წლის აპრილის თვეში, ხოლო მისი ნავთობით შევსება - 2005 წლის 18 მაისს.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
86.09 დოლარი/ბარელზე
- 0.16
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
81.35 დოლარი/ბარელზე
- 0.27
სუპერი – 3.63 ლარი
პრემიუმი – 3,17 ლარი
რეგულარი – 2.98 ლარი
ევრო დიზელი – 3.33 ლარი
დიზელი – 3,24 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
ეკო სუპერი – 3.67 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.30 ლარი
ეკო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელ ენერჯი – 3,25 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.58 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.10 ლარი
ევრო რეგულარი – 2.93 ლარი
ევრო დიზელი – 3,25 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 3,07 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი
ევრო დიზელი – 3,29 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,19 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელი – 3,25 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2.89 ლარი
ევრო რეგულარი – 2,69 ლარი
ევრო დიზელი – 3.44 ლარი
effect დიზელი – 3.40 ლარი
დიზელი – 2.89 ლარი