ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
17:44 19.04.2024

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

14-01-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„2012 წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის იმპორტმა (ბენზინი და დიზელის საწვავი) შეადგინა 842.3  ათასი ტონა, რაც 11 ათასი ტონით აღემატება 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

მათ შორის, 2012 წელს იმპორტირებულ იქნა 382,4 ათასი ტონა ბენზინი და 459,8  ათასი ტონა დიზელის საწვავი.  2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით ბენზინის იმპორტი შემცირდა 20 ათასი ტონით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა 32 ათასი ტონით.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2012 წელს წინა  წელთან შედარებით რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტი შემცირდა 30 ათასი ტონით, პრემიუმი ტიპის ბენზინის იმპორტი გაიზარდა 10 ათასი ტონით, ხოლო სუპერი ტიპის ბენზინის იმპორტი თითქმის იდენტური იყო. რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, L-62 ტიპის დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა 18 ათასი ტონით, ხოლო ევრო დიზელის - 14 ათასი ტონით.

 

ქვეყნების მიხედვით ბენზინის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 145.9 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 141.5 ათასი ტონა, აზერბაიჯანი - 60.9 ათასი ტონა, იტალია - 24.6 ათასი ტონა, საბერძნეთი - 9.3 ათასი ტონა და ა.შ.

 

რაც შეეხება დიზელის საწვავს, იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 255.5 ათასი ტონა, რუმინეთიდან - 71.8 ათასი ტონა, ბულგარეთიდან - 45.4 ათასი ტონა, იტალიიდან - 4.8 ათასი ტონა.

 

ბენზინის საწვავის შემცირება პირდაპირ კავშირშია ავტომფლობელთა ავტოგაზის მოხმარებაზე ინტენსიურ გადასვლასთან, რომელიც საკმაოდ სწრაფად და დინამიურად მიმდინარეობს ბოლო 2 წლის განმავლობაში იქიდან გამომდინარე, რომ  ავტოგაზის ღირებულება ბენზინთან შედარებით საკმაოდ სტაბილური და მცირეა (1,10 ლარი/კუბამეტრზე).  აღსანიშნავია ასევე, რომ ავტოგაზის კომპანიები აქტიურად ავითარებენ ქსელს, რათა მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული მომსახურება შესთავაზონ. შესაბამისად, ნავთობკომპანიები ცდილობენ მსგავსი ტიპის მომსახურეობა ავტომფლობელებს შესთავაზონ  და აფართოებენ ავტოგაზის ქსელს. ამ მხრივ გასულ წელს აქტიურობდნენ კომპანიები "ვისოლი" და "სოკარი".

 

დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორთან, როგორებიცაა სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრაქსტრუქტურული პროექტები, შიდა მოხმარების ზრდა.  აქვე უნდა აღინიშნოს ბოლო პერიოდში საავტომობილო პარკის ზრდა და წლოვანების მიხედვით განახლება.

 

იმპორტის მაჩვენებლების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბიუჯეტო შემოსავალი ნავთობპროდუქტების სექტორიდან გასულ წელთან შედარებით არ იქნება შემცირებული.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE