ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
20:49 25.04.2024

სირიის გარშემო შემქნილი ვითარების გამო ნავთობის ფასი იზრდება

29-08-2013

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:


 

"მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მსოფლიოში ნავთობის ფასი სხვადასხვაგვარად იცვლებოდა. თუ თვის პირველ კვირაში ნავთობის ფასები მცირდებოდა, მეორე კვირიდან ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო და ბოლო დღეების განმავლობაში ბოლო 6 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია. დღეისათვის ნავთობის ფასი შეადგენს: ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი  - 115,80  დოლარს/ბარელზე, ხოლო  ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი - 109,27 დოლარს/ბარელზე.

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასის ზრდას  ხელი შეუწყო ჩინეთში (ნავთობის მეორე მომხმარებელი ქვეყანა მსოფლიოში) ნავთობზე მოთხოვნილების ზრდამ. კერძოდ, ივნისის თვეში მოთხოვნილება გაიზარდა 9.82 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6 %-ით მეტია. ეს განპირობებულია  ჩინეთის ეკონომიკის ზრდით. კერძოდ,  საქმიანი აქტიურობის მნიშვნელოვანი ზრდით მრეწველობაში. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში  დამაიმედებელი ძვრები არის მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკაში. კერძოდ, ჩინეთის ანალოგიურად აშშ-შიც ბოლო თვეების მაქსიმუმ მაჩვენებელზეა საქმიანი აქტიურობის ზრდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მიმართულებით, ხოლო ევრო კავშირში ის  მოსალოდნელზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.

კვლავინდებურად აქტუალურობას არ კარგავს ეგვიპტეში არსებული არასტაბილური ვითარება. როგორც ცნობილია, ეგვიპტეში არსებული სუეცის არხისა და ნავთობსადენ სუმდის მეშვეობით ყოველდღიურად 4,5 მლნ ბარელი ნავთობის გატარება ხდება.
 
ამას დაემატა სირიის გარშემო შექმნილი საგანგაშო ვითარება. კერძოდ, დღე-დღეზე ელოდებიან საომარი მოქმედებების დაწყებას აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რამაც ნავთობის ფასის მატებას ახალი ბიძგი მისცა. მართალია, სირია არ არის ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, ისევე როგორც ეგვიპტე, თუმცა არის იმის დიდი ალბათობა, რომ კრიზისი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზეც გავრცელდეს, რომელთა შორის მთავარი ირანია, რომელმაც უკვე გააკეთა მკვეთრი განცხადებები სირიის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE