ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
16:37 24.04.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტი კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე დგას

10-09-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 „მიმდინარე წლის აგვისტოს  თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  80,8 ათასი ტონა, რაც 9,2 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,8 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  44 ათასი ტონა.

 

ზაფხულის თვის (ივნისი-ივლისი-აგვისტო) განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 210,6 ათასი ტონა, რაც 14,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (225,0 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 96,7  ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (89,8 ათასი ტონა), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  114 ათასი ტონა, რაც 21,2 ათასი ტონით ნაკლებია 2012 წლის ზაფხულის თვეების მაჩვენებელთან (135,2 ათასი ტონა)  შედარებით.

 

2013 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 506,5  ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის იმპორტმა შეადგინა 227,5 ათასი ტონა და დიზელის საწვავის იმპორტმა - 279 ათასი ტონა.

 

მთლიანობაში ნავთობპროდუქტების იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე დგას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბენზინს ჰყავს სერიოზული კონკურენტი ავტოგაზის სახით, ვინაიდან გაზგასამართი სადგურების ქსელი დღითიდღე იზრდება და ფართოვდება როგორც რაოდენობრივად, ასევე გეოგრაფიულად, რითაც მომხმარებელს მეტი კომფორტი ექმნება სერვისის მხრივ.

 

სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურობის, ზოგადად ეკონომიკის შემდგომი ზრდა იძლევა იმის საფუძველს, რომ  ნავთობპროდუქტების მოხმარება და შესაბამისად, იმპორტი შემდგომ თვეებში  მაღალ ნიშნულს შეინარჩუნებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებისათვის.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE