ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2357 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1271 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:1538 ხმა
 
21:15 12.06.2021

2013 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში მიმდინარე ვითარების მიმოხილვა

31-12-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

,,მიმდინარე წელს ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით იცვლებოდა. დღეისათვის ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი ფაქტიურად წლის დასაწყისში არსებული ფასების იდენტურია 110 დოლარის ფარგლებში/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი გაზრდილია 91 დოლარიდან 98-99 დოლარამდე/ბარელზე.

 

რაც შეეხება ბენზინისა და დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასებს Platt's-ის მიხედვით, რომლითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის იგივე ნიშნულზე დგას.

 

2013 წლის განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში ფასების კორექტირება მოხდა რამოდენიმეჯერ მატება-შემცირების მიმართულებით. მათ შორის, ფასების შემცირება მოხდა 7-ჯერ, ხოლო გაზრდა 8-ჯერ. დღეისათვის საცალო ქსელში საწვავის ფასი საშუალოდ 2-5 თეთრით მეტია გასული წლის დეკემბრის თვის ფასებთან შედარებით. საწვავის ფასის მატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ დღეისათვის მკვეთრად არის დაცემული ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.

 

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 337,3 ათასი ტონა, რაც 10,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (348,1 ათასი ტონა) შედარებით.

 

რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, 2013 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 413,6 ათასი ტონა, რაც 6,1 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (419,7 ათასი ტონა) შედარებით.

 

ჩვენი აზრით, მიმდინარე წლის იმპორტის მაჩვენებელი (დეკემბრის თვის ჩათვლით) ნაკლები იქნება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა ეს ციფრი არ იქნება მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს მნიშვნელოვან შენატანებს ამ სფეროდან. მთლიანობაში კი ვითარება შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც დადებითად.

 

ბენზინის იმპორტის და შესაბამისად, მოხმარების შემცირება პირდაპირ კავშირშია ავტომფლობელთა ავტოგაზის მოხმარებაზე ინტენსიურ გადასვლასთან, რომელიც საკმაოდ სწრაფად და დინამიურად მიმდინარეობს ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში იქიდან გამომდინარე, რომ  ავტოგაზის ღირებულება ბენზინთან შედარებით საკმაოდ სტაბილური და მცირეა (1,05-1,10 ლარი/კუბამეტრზე).  ადრე გაზის მომხმარებელი თუ მხოლოდ ტაქსები იყვნენ, დღეისათვის მათ რიცხვს ყველა სოციალური ფენის მომხმარებელი დაემატა. მაღალი კუბადურობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან ერთად ავტოგაზის მოხმარებაზე აქტიურად გადადიან ასევე დაბალი კუბადურობის მოცულობის სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლებიც გამოირჩევიან საწვავის ეკონომიური წვით.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ ავტოგაზის კომპანიები აქტიურად ავითარებენ ქსელს, რათა მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული მომსახურება შესთავაზონ.

 

2013 წელს ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. გრძელდება ახალი თანამედროვე ინფრასტუქტურის ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ ევრო სტანდარტის ყველა პარამეტრს".




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

72.52 დოლარი/ბარელზე

+ 0.30

 (NYMEX)

Light Sweet Crude Oil

70.29 დოლარი/ბარელზე

+ 0.33

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.05 ლარი 

პრემიუმი   2.98` ლარი

რეგულარი  2.89  ლარი

ევრო დიზელი  2.88 ლარი

დიზელი   2.78 ლარი

გაზი – 1.40 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.09 ლარი

ეკოპრემიუმი –  2.99 ლარი

ევრო რეგულარი – 2.92 ლარი

ევრო დიზელი – 2.88 ლარი

ეკო დიზელი – 2.93 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.83 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

სუპერი ecto 100 –  3.15 ლარი

ევრო სუპერი –  3.05 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   2.98 ლარი

ევრო რეგულარი –  2.85 ლარი

ევრო დიზელი – 2.92 ლარი

 

სუპერი –  3.09 ლარი

ევრო პრემიუმი –  2.99 ლარი

ევრო რეგულარი – 2.89 ლარი

efix ევრო დიზელი – 2.94 ლარი

ევრო დიზელი –  2.84 ლარი

 

სუპერი –  3.07 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.03 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  2.93 ლარი

რეგულარი – 2.87 ლარი

ევრო დიზელი – 2.93 ლარი

დიზელი – 2.87 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE