ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
12:13 20.04.2024

საწვავის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს

17-03-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში  ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე სტაბილურ ნიშნულზე დგას. კერძოდ, დღეისათვის ლონდონში Brent ნავთობის ფასი შეადგენს 108,57  დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი - 98,89 დოლარს/ბარელზე.

 

თებერვლის თვეში ოპეკმა გაზარდა ნავთობის ექსპორტი, ძირითადად საუდის არაბეთიდან, ერაყიდან, ირანიდან და ანგოლიდან ექსპორტის მნიშვნელოვანი გაზრდის ხარჯზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ექსპორტი შემცირდა ლიბიიდან ერთ-ერთი ძირითადი ნავთობსადენის გადაკეტვის გამო. ოპეკის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მსოფლიოში ნავთობის მოხმარებამ შეადგინა 90 მლნ ბარელი/დღე-ღამეში, რაც  1,18%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, ხოლო მიმდინარე წელს ივარაუდება მოხმარების კიდევ უფრო მეტად გაზრდა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის არსებულმა დაპირისპირებამ სიტუაცია დაძაბა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე. როგორც ცნობილია,  უკრაინის გავლით რუსეთი ახორციელებს ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან ექსპორტს ევროპაში და შესაბამისად, არსებობს საფრთხე იმისა, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის პირობებში ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობის ტრანსპორტირება ვერ განხორციელდება. თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა და შესაბამისად, ამას გავლენა არც მოუხდენია ნავთობის ფასზე.

 

მნიშვნელოვანია ასევე, რომ აშშ აპირებს თავისი სტრატეგიული მარაგებიდან 5 მლნ ბარელი ნავთობის გატანას ექსპორტზე ე.წ. ტესტირების რეჟიმში. ამით ის ადასტურებს თავის მზადყოფნას, ეფექტური რეაგირება მოახდინოს ენერგობაზრის ყველა შესაძლო არასტაბილურობაზე, მათ შორის, უკრაინის კრიზისის გამოც. ესეთი გადაწყვეტილება ბოლოს აშშ-მა 1990 წელს მიიღო ერაყ-ქუვეითის კრიზისის დროს. აშშ-ის სტრატეგიული მარაგები 700 მლნ ტონას შეადგენს. ბევრი ექსპერტის ვარაუდით, ახლო პერიოდში აშშ ნავთობის ექსპორტს მკვეთრად გაზრდის, რაც პირდაპირ იმოქმედებს როგორც ნავთობის ფასზე, ასევე რუსეთის ეკონომიკაზე. ცნობისათვის, რუსეთი მოიპოვებს 520 მლნ ტონა ნავთობს და ნავთობის მსოფლიო ფასი 70-80 დოლარის ფარგლებშიც კი რუსეთის ეკონომიკისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით, ბოლო პერიდოს განმავლობაში ისიც სტაბილურია. კერძოდ, 14  მარტის მდგომარეობით ფასები შეადგენს: ბენზინი - 982,25 დოლარი/ტონაზე; - 887,00  დოლარი/ტონაზე; დიზელი (10ppm) -909,25 დოლარი/ტონაზე;

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, წლის დასაწყისთან შედარებით A-91 რეგულარი და ლ-62 დიზელის საწვავის ფასი შემცირებული 5-10 თეთრით, ხოლო დანარჩენი პროდუქტების ფასი იგივეა. კერძოდ, დღეისათვის ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი -  2.22-2.30 ლარი/ლიტრზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2.15-2.25  ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 1.95-2.10 ლარი/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,02 ლარი/ლიტრზე,  ევრო დიზელი - 2.17-2.25  ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2.02-2.06 ლარი/ლიტრზე. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 5-10 თეთრით უფრო ნაკლებია.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE