ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2357 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1271 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:1538 ხმა
 
22:15 12.06.2021

მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

23-06-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,

 

მიმდინარე თვეში  ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე იზრდება. თვის დასაწყისიდან ეს არის ნავთობის ფასის 5%-იანი მატება და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაქსიმუმი მაჩვენებელია ბოლო 10 თვის განმავლობაში.  კერძოდ, ივნისის  თვის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში Brent ნავთობის ფასი გაიზარდა  108,83 დოლარიდან 114,81  დოლარამდე/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი 102,47 დოლარიდან  107,26  დოლარამდე/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია ძირითადად ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში  ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ყოველდღიურად ერაყიდან ხდება 2,8 მლნ ბარელის ექსპორტი, რაც ნავთობის მსოფლიო მიწოდების 3%-ს შეადგენს. სულ უფრო მეტი საშიშროება დგება იმისა, რომ საომარი მოქმედებები ერაყში ნავთობმომპოვებელ და საექსპორტო მიმწოდებელ რეგიონებს მოიცავს, რაც თავის მხრივ ერაყიდან ნავთობის ექსპორტის შემცირების საფრთხეს ქმნის. მიმდინარე ეტაპზე  ერაყში განვითარებული მოვლენები განაპირობებს მსოფლიოში ნავთობის ფასის ტენდენციას.

 

ნავთობის ფასის ზრდას ნაწილობრივ  ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც. კერძოდ, უკრაინის საშუალებით ხდება რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი ევროპაში უკრაინის გავლით და აქაც არის საშიშროება იმისა, რომ მიწოდებები შეფერხებებით განხორციელდეს.

 

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია ასევესაერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაადამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით.  კერძოდ, ივნისის თვის დასაწყისიდან  20 ივნისის მდგომარეობით  ბენზინის ფასი გაზრდილია 69,25 დოლარით ანუ 7%-ით 1055,75 დოლარამდე/ტონაზე;დიზელი მომატებულია 54,25 დოლარით ანუ 6%-ით 943,50დოლარამდე/ტონაზე;

 

კერძოდ, დღეისათვის ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავისსაშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი -  2.27-2.33 ლარი/ლიტრზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2.19-2.25  ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.05-2.15 ლარი/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,10 ლარი/ლიტრზე,  ევრო დიზელი - 2.22-2.28  ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2.10-2.12 ლარი/ლიტრზე. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 5-10 თეთრით უფრო ნაკლებია.

 

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, გაზრდილი საერთაშორისო ფასები და არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარება  ოპტიმისტურ ვითარებას ნამდვილად არ ქმნის და უახლოეს პერიოდში თუ ფასები არ დარეგულირდა, უნდა ველოდოთ საწვავის ფასის ზრდას საქართველოში.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

72.52 დოლარი/ბარელზე

+ 0.30

 (NYMEX)

Light Sweet Crude Oil

70.29 დოლარი/ბარელზე

+ 0.33

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.05 ლარი 

პრემიუმი   2.98` ლარი

რეგულარი  2.89  ლარი

ევრო დიზელი  2.88 ლარი

დიზელი   2.78 ლარი

გაზი – 1.40 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.09 ლარი

ეკოპრემიუმი –  2.99 ლარი

ევრო რეგულარი – 2.92 ლარი

ევრო დიზელი – 2.88 ლარი

ეკო დიზელი – 2.93 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.83 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

სუპერი ecto 100 –  3.15 ლარი

ევრო სუპერი –  3.05 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   2.98 ლარი

ევრო რეგულარი –  2.85 ლარი

ევრო დიზელი – 2.92 ლარი

 

სუპერი –  3.09 ლარი

ევრო პრემიუმი –  2.99 ლარი

ევრო რეგულარი – 2.89 ლარი

efix ევრო დიზელი – 2.94 ლარი

ევრო დიზელი –  2.84 ლარი

 

სუპერი –  3.07 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.03 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  2.93 ლარი

რეგულარი – 2.87 ლარი

ევრო დიზელი – 2.93 ლარი

დიზელი – 2.87 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE