ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
"მაისისა და ივნისის თვეებში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) გაიზარდა. კერძოდ, ბენზინის ფასი გაზრდილია 58 დოლარით 1033 დოლარამდე/ტონაზე; დიზელის ფასი მომატებულია 27 დოლარით 911.50 დოლარამდე/ტონაზე;
ნავთობის ფასის ზრდა განპირობებული იყო ძითადად ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ნავთობის ფასის ზრდას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ის, რომ მოხდა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა. კერძოდ, დღეისათვის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა: სუპერის ტიპის ბენზინი - 2-3 თეთრით/ლიტრაზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ევრო დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასის ადეკვატური ზრდის პირობებში საცალო ქსელში ბენზინის ფასი უნდა გაზრდილიყო საშუალოდ 10 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დიზელის საწვავი - 6-7 თეთრით ლიტრზე.
რაც შეეხება ივლისის თვეს, ნავთობზე ფასი მცირდება. დღეისათვის ნავთობის ფასი 11 ივნისის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ფასის კლება განპირობებულია შემდეგით: ერაყში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე; ლიბია აპირებს ნავთობის ექსპორტის განახლებას 2 ტერმინალის საშუალებით (აღნიშნული ტერმინალები ერთწლიან ბლოკადაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ლიბიის ნავთობის ექსპორტი 75%-ით შემცირდა). შესაბამისად, მიმდინარე თვეში შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით. კერძოდ, ბენზინის ფასი შემცირებული 11.50 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი - 13.75 დოლარით/ტონაზე".
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
75.96 დოლარი/ბარელზე
- 0.99
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
71.29 დოლარი/ბარელზე
- 1.24
სუპერი – 3.49 ლარი
პრემიუმი – 2.69 ლარი
რეგულარი – 2.35 ლარი
ევრო დიზელი – 3.16 ლარი
დიზელი – 3.04 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
ეკო სუპერი – 3.52 ლარი
ეკოპრემიუმი – 2.72 ლარი
ევრო რეგულარი – 2.42 ლარი
ევრო დიზელი –3.12 ლარი
ეკო დიზელი – 3.22 ლარი
დიზელ ენერჯი – 3.07 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.48 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 2.63 ლარი
ევრო რეგულარი – 2.33 ლარი
ევრო დიზელი – 2.99 ლარი
სუპერი – 3.49 ლარი
ევრო პრემიუმი – 2.69 ლარი
ევრო რეგულარი – 2,35 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.19 ლარი
ევრო დიზელი – 3,14 ლარი
სუპერი – 3.51 ლარი
G-Force პრემიუმი – 2,71 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 2.47 ლარი
რეგულარი – 2.37 ლარი
ევრო დიზელი – 3.09 ლარი
დიზელი – 2.99 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2.69 ლარი
ევრო რეგულარი – 2.45 ლარი
ევრო დიზელი – 2.99 ლარი
effect დიზელი – 2.89 ლარი
დიზელი – 2.69 ლარი