ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2357 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1271 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:1538 ხმა
 
20:58 12.06.2021

რეალიზებული უხარისხო საავტომობილო ზეთებისა და სათადარიგო ნაწილების მასშტაბი დიდია

24-07-2014

დღეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა ბრიფინგი თემაზე "რეალიზებული უხარისხო საავტომობილო ზეთებისა და სათადარიგო ნაწილების მასშტაბი დიდია". ბრიფინგს ესწრებოდნენ ასევე კომპანიების : "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", "ჯი-თი გრუპის" და "ჯეოტრონიკის" წარმომადგენლები.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით: "ბოლო წლების განმავლობაში ზეთების იმპორტი სტაბილურია და მაღალ ნიშნულზე დგას. კერძოდ, 2014 წლის I ნახევარში საავტომობილო ზეთის იმპორტმა შეადგინა 5.3 ათასი ტონა, რაც 18%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (4.3 ათასი ტონა).  რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით საავტომობილო ზეთის იმპორტს, 2014 წლის I ნახევრის მონაცემების მიხედვით აქ პირველ ადგილზე დგას თურქეთი (1.3 ათასი ტონა ანუ 24,2%), მეორეზე -  ირანი (11 ათასი ტონა ანუ 20,2%), მესამეზე - გერმანია (0.8 ათასი ტონა ანუ 16%).

 

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება სატრანსპორტო პარკი და რაც მთავარია, ხდება მისი მუდმივი განახლება წლების მიხედვით.  მნიშვნელოვანია ის, რომ დღეისათვის საქართველოში წარმოდგენილი ავტოპარკი უნდა მოიხმარდეს გაცილებით მაღალი კატეგორიის ზეთს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ  ბაზარზე აუცილებლად უნდა არსებობდეს ასევე დაბალი კატეგორიის ზეთი, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი და სატრანსპორტო პარკი მოითხოვს ამ პროდუქტის გამოყენებას. თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს პროდუქტი უნდა იყიდებოდეს როგორც თავისი ხარისხისა და მარკის შესაბამისად და არ იყოს გაყალბებისა და ფალსიფიცირების საშუალება.

 

სამანქანო ზეთების ბაზარზე ადგილი აქვს შემდეგ ძირითად გარემოებებს, რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდება:

 

1. ცნობილი ბრენდების მეორად ზეთების ჭურჭელში სხვა გაურკვეველი წარმოშობისა და ხარისხის სითხის ჩასხმა და რეალიზება, როგორც ბრენდირებულის;

 

2. ადგილობრივ ბაზარზე ლეგალურად საბაჟო პროცედურების გავლით იმ სამანქანო ზეთების იმპორტი, რომელთაც თავის მხრივ ნაკლებად აქვს კავშირის ზეთებთან გამომდინარე მათი ძალიან დაბალი ხარისხიდან. აღნიშნული ზეთები ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი ხარისხის მოთხოვნებს. შესაბამისად, სწორედ ამ ზეთების ჩასხმა ხდება მომხმარებლისათვის პოპულარული ზეთების ნაცვლად.

 

აქვე უნდა შევეხოთ ასევე სამუხრუჭე ხუნდებს.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად აზბესტით განპირობებული დაავადებებით (აზბესტოზით, სასუნთქი გზების, ფილტვის კიბოთი და მეზოთელიუმით) იღუპება 100000-ზე მეტი ადამიანი, რაც შეადგენს პროფესიული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 5-%-ზე მეტს. საქართველოში აზბესტშემცვლელი პროდუქციის წარმოება შეწყვეტილია, მაგრამ კვლავ ხორციელდება მისი იმპორტი. აზბესტშემცვლელი პროდუქცია სხვადასხვა სფეროებში გამოიყენება. ჩვენ აქ შევეხებით  სამუხრუჭე ხუნდებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რეალიზებული სამუხრუჭე ხუნდების უმეტესობა აზბესტშემცვლელია, რომელიც რეალური კანცეროგენია და მისი ზემოქმედება მომაკვდინებლად მოქმედებს ადამიანებზე. კერძოდ, სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის დროს ხდება მტვრის ნაწილაკების გაფრქვევა, რომელიც შემდგომ ხდება ადამიანის სასუნთქ ორგანოებში. სასურველია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს გარკვეული რეგულაციების შემოღება აღნიშნული პროდუქციის იმპორტზე და მომხმარებელი უფრო მეტად ინფორმირებული იყოს.

 

ნიშვნელოვანია ასევე საავტომობილო სათადარიგო ნაწილების ბაზარი. საცალო ქსელში რეალიზებული სათადარიგო ნაწილების აბსოლუტური უმრავლესობა უხარისხო და ფალსიფიცირებულია.

 

ოველივე ამით  დაზარალებულები არიან, პირველ რიგში, მომხმარებლები (ფიზიკური პირები, იურიდიულული პირები, სახელმწიფო ორგანიზაციები და სხვ.). ასევე ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს კომპანიების საქმიანობასა და სახელმწიფო ბიუჯეტზე.

 

მივმართავთ მომხმარებლებს, პროდუქციის შეძენისას, ზეთის გამოცვლის დროს იყვნენ უფრო ყურადღებით, რათა არ დარჩნენ დაზარალებულები".




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

72.52 დოლარი/ბარელზე

+ 0.30

 (NYMEX)

Light Sweet Crude Oil

70.29 დოლარი/ბარელზე

+ 0.33

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.05 ლარი 

პრემიუმი   2.98` ლარი

რეგულარი  2.89  ლარი

ევრო დიზელი  2.88 ლარი

დიზელი   2.78 ლარი

გაზი – 1.40 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.09 ლარი

ეკოპრემიუმი –  2.99 ლარი

ევრო რეგულარი – 2.92 ლარი

ევრო დიზელი – 2.88 ლარი

ეკო დიზელი – 2.93 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.83 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

სუპერი ecto 100 –  3.15 ლარი

ევრო სუპერი –  3.05 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   2.98 ლარი

ევრო რეგულარი –  2.85 ლარი

ევრო დიზელი – 2.92 ლარი

 

სუპერი –  3.09 ლარი

ევრო პრემიუმი –  2.99 ლარი

ევრო რეგულარი – 2.89 ლარი

efix ევრო დიზელი – 2.94 ლარი

ევრო დიზელი –  2.84 ლარი

 

სუპერი –  3.07 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.03 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  2.93 ლარი

რეგულარი – 2.87 ლარი

ევრო დიზელი – 2.93 ლარი

დიზელი – 2.87 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE