ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
09:58 18.04.2024

მ/ წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია

18-11-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 „მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  78,2 ათასი ტონა, რაც 4,4 ათასი ტონით ნეკლებია  სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ოქტომბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  32,3  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 45,9  ათასი ტონა.

 

სულ 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  726,8 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (668,6 ათასი ტონა) 58,2 ათასი ტონით მეტია. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  306,9  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  419,9  ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 20,9 ათასი ტონა ანუ 64,7%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 10,6 ათასი ტონა ანუ 32,8%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,8 ათასი ტონა ანუ 2,5%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 18,3 ათასი ტონა ანუ 39,9%, L-62 დიზელის საწვავი - 27,6 ათასი ტონა ანუ 60,1%.

 

ქვეყნების მიხედვით 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 246,7  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,9%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 185,9 ათასი ტონა   - 25,6 %;  ბულგარეთი - 113,9 ათასი ტონა  - 15,7%;  საბერძნეთი - 87,8 ათასი ტონა- 12,1 %; რუსეთი - 44,6 ათასი - 6,1%,   თურქმენეთი - 33,7 ათასი ტონა  - 4,6%, ისრაელი - 14,1 ათასი ტონა ანუ 1,9% და სხვ.

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 63,5  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 98 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. ოქტომბრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,9 ათასი ტონა, რაც 3,9 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს.

 

მ/წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,1  ათასი ტონა, მათ შორის ოქტომბრის  თვეში - 1,6 ათასი ტონა.

 

2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 61  ათასი ტონა, მათ შორის ოქტომბრის  თვეში - 10,1 ათასი ტონა.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.10  დოლარი/ბარელზე

- 0.35       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.36    დოლარი/ბარელზე

- 0.13

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE