ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6719 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
02:15 17.04.2024

2014 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში მიმდინარე ვითარების მიმოხილვა

29-12-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 796,6 ათასი ტონა, რაც 45.7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (750,9 ათასი ტონა). მათ შორის, ბენზინის იმპორტმა შეადგინა 335,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 461,2 ათასი ტონა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი გაცილებით მაღალი იქნება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.  შესაბამისად, მ/წელს სახელმწიფო ბიუჯეტში  სავარაუდოდ უფრო მეტი თანხა შევა, ვიდრე გასულ წელს.

 

2014 წელს ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. გრძელდება ახალი თანამედროვე ინფრასტუქტურის ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ ევრო სტანდარტის ყველა პარამეტრს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს რიგი კომპანიების მიერ ავტოგაზის გასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება.

 

მიმდინარე წელს კომპანიები აქტიურად ავითარებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურეობის სერვისს. მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ კომპანიას თავისი კორპორატიული ე.წ. ლოიალური მომხმარებლისთვის გააჩნია სხვადასხვა სახის ფასდაკლებები დაწყებული 5 თეთრიდან, დამთავრებული 20 თეთრამდე/ლიტრზე. ამგვარი მომხმარებელი კომპანიის გაყიდვებში საკმაოდ სოლიდარულ წილს იკავებს.

 

მნიშვნელოვანი მოვლენაა ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული მოწვევა „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე", რომლის მიზანსაც წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროზე მინიმუმ 2 მლნ ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტორის შერჩევას. პროექტი უნდა დასრულდეს 2018 წლის ბოლომდე.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდება საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული საწვავის ხარისხობრივ-ეკოლოგიური მაჩვენებლები. კერძოდ, მცირდება ბენზინში  გოგირდის შემცველობა 150 მგ/კგ-დან დან 50 მგ/კგ-მდე (რაც შეესაბამება ევრო 4-ის სტანდარტს). თუმცა ფაქტობრივად დღეს საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული პრემიუმი, სუპერი ტიპის ბენზინისა და ევრო დიზელის საწვავი აკმაყოფილებს ევრო 5-ის სტანდარტს.

 

რაც შეეხება საწვავის ფასს, მიმდინარე წლის მეორე ნახევრის შემდეგ დაფიქსირდა Platt's-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლება.  საერთაშორისო ფასის კლების პარალელურად საქართველოში მოქმედმა კომპანიებმაც რამოდენიმეჯერ მოახდინეს საწვავის ფასის კლება.  კერძოდ, აგვისტოს თვიდან მოყოლებული საქართველოს საცალო ქსელში  1 ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 30-35 თეთრითაა შემცირებული. აქვე უნდა აღინიშნოს ასევე, რომ საწვავის ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა აქვე უნდა შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - წლის ბოლოს ლარის გაუფასურებას. ვინაიდან კომპანიები ნავთობპროდუქტების შესყიდვას ახორციელებენ დოლარში, ლარის გაუფასურებამ გამოიწვია საწვავის თვითღირებულების ზრდა საშუალოდ 20 თეთრით/ლიტრაზე, რის გამოც კომპანიებს არ მიეცათ საშუალება დამატებით კიდევ ამ დოზით შეემცირებინათ საწვავის ფასი.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.45  დოლარი/ბარელზე

+ 0.71       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.49    დოლარი/ბარელზე

+ 0.38

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE